ზურაბ პოლოლიკაშვილმა მაკედონიასთან მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

22.11.2017 - ​ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის არჩეული გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი მაკედონიის ეკონომიკის მინისტრს კრეშნიკ ბეკტეშის შეხვდა.

მაკედონიის ეკონომიკის მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილს მიულოცა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციაში გენერალურ მდივნად არჩევა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრისას განხილულ იქნა ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები. ზურაბ პოლოლიკაშვილმა კრეშნიკ ბეკტეშის გააცნო ორგანიზაციაში საკუთარი საქმიანობის ხედვები. ზურაბ პოლოლიკაშვილმა ამ მიმართულებით განიხილა მაკედონიასთან თანამშრომლობის პერსპექტივები.

კრეშნიკ ბეკტეშმა საქართველოში ვიზიტის სურვილი გამოთქვა.