საქართველოს ელჩი ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

19.08.2019 ეგვიპტე- ეგვიპტეში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა შეხვედრა გამართა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწესთან (მინისტრის მოადგილე) ევროპის ქვეყნების საკითხებში ამრ რამადანთან.  


თურქეთში საქართველოს ელჩი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

 13.08.2019 თურქეთი- თურქეთის შავიზღვისპირეთში მივლინების ფარგლებში, თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა უნიესა და ფაცას ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წევრებთან.


საქართველოს ელჩმა მიანმარის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

13.08.2019 მაინმარი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლეიანმა ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ რწმუნებათა სიგელები გადასცა მიანმარის კავშირის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვინ მინტს. საზეიმო ცერემონია ქვეყნის დედაქალაქ ნაიფიიდოში, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.  


ვიქტორ დოლიძემ ბიოლოგიური იარაღების აკრძალვის კონვენციის (BWC) ექპერტთა პირველ შეხვედრას გაუწია თავმჯდომარეობა

 12.08.2019 ქ. ჟენევა- ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ ბიოლოგიური იარაღების აკრძალვის კონვენციის (BWC) ექპერტთა პირველ შეხვედრას (MX1) თავმჯდომარეობა გაუწია.


რუმინეთში, ნორვეგიაში, ნიდერლანდებში, ლატვიასა და ეგვიპტეში საქართველოს საელჩოებმა 2008 წლის ომის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლეს

რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით,რუმინეთში, ბუქარესტის ეროვნული თეატრის წინ, ღია ცის ქვეშ მოეწყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე -11 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა.


აზერბაიჯანში საქართველოს საელჩომ რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

2019 წლის 8 აგვისტოს აზერბაიჯანში, საქართველოს საელჩოში  2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.


ვაშინგტონში საქართველოს საელჩომ 2008 წლის ომის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

2019 წლის 7 აგვისტოს, აშშ-ში საქართველოს საელჩომ,  რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის  მსხვერპლთა ხსოვნის საღამოს უმასპინძლა.  ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აშშ-ში საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ბაქრაძემ. ელჩმა  რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და 2008 წლის ომის შედეგებზე ისაუბრა...


ბერლინში საქართველო-რუსეთის ომის 11 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

8.08.2019 ბერლინი - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოში საქართველო-რუსეთის ომის 11 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო თომა ჩაგელიშვილის ფილმი „მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე“.


პოლონეთში აგვისტოს ომის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

8.08.2019 ქ.  ვროცლავი - პოლონეთში საქართველოს საელჩოსა და იან ნოვაკ-იეზორანსკის სახელობის აღმოსავლეთ სწავლებათა ცენტრის ორგანიზებით 2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.


შვეიცარიაში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 11 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა

8.08.2019 შვეიცარია- რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ბერნის, კინოდარბაზში Cine Rex, მოეწყო ქართულ-ესტონური მხატვრული ფილმის „მანდარინების“ ჩვენება.


 <  1 2 3 4 5 6 7 8 9 10  >