სტაჟირების კონკურსი

სტაჟირების კონკურსი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2019 წლის 1 მაისიდან, აცხადებს სტაჟირების კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს სამინისტროს ცენტრალური აპარატის დიპლომატიურ დეპარტამენტებსა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში სტაჟიორთა აყვანას.

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს  ქმედუნარიან  მოქალაქეს,  რომელიც  ფლობს სახელმწიფო  ენას,  არის  უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ გაეცნოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესს

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, ასევე კონკურსის ვადებისა და პროცედურების, შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილონ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე: www.hr.gov.ge

 


გამოცხადებული კონკურსები:

  1. ცენტრალური აპარატის სტაჟიორი

  2. ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის სტაჟიორი