ცენტრალური აპარატის სტაჟიორის კონკურსი

პოზიციის დასახელება
ცენტრალური აპარატის სტაჟიორი
 
კონკურსის ტიპი
სტაჟირება
 
განცხადების ბოლო ვადა
17.10.2017
 
თანამდებობრივი სარგო:
ანაზღაურების გარეშე
 
ადგილების რაოდენობა
30
 
სამსახურის ადგილმდებარეობა
თბილისი
 
სამუშაოს ტიპი
სრული განაკვეთი

ფუნქციები
•	სამინისტროს ფუნქციონირების მარეგულირებელი კანონმდებლობის გაცნობა;
•	საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს ან დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
•	დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გაცნობა;
•	უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების დადგენილ ვადებში შესრულება;
•	დეპარტამენტში არსებულ საკითხებზე მუშაობის სპეციფიკის შესწავლა.
საკონკურსო თემატიკა
  • საქართველოს კანონი "დიპლომატიური სამსახურის შესახებ";
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულება;
  • 1961 წლის ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ
 
პროგრამის დასახელება   ცოდნის დონე
Microsoft Office Word            კარგი
Microsoft Office Excel            კარგი
Microsoft Office PowerPoint            კარგი

ენა       წერითი უნარები       მეტყველება
ინგლისური       B2       B2

საკონტაქტო ინფორმაცია
 
საკონკურსო კომისიის მისამართი
ქ.თბილისი, შ.ჩიტაძის ქ. 4
საკონტაქტო ტელეფონები
294 50 00 (2402) ან (2412)
საკონტაქტო პირი
ლიდია ყურაშვილი (ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მრჩეველი); ხათუნა ვაშაკიძე (ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მთავარი კონსულტანტი)

დამატებითი მოთხოვნები

• აკადემიური ხარისხი: დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრის ხარისხი ერთ-ერთი შემდეგი მიმართულებით: საერთაშორისო ურთიერთობები; პოლიტიკური, სოციალური, ჰუმანიტარული მეცნიერებები; ეკონომიკა, საჯარო მმართველობა, ბიზნესის ადმინისტრირება; სამართალი. სავალდებულოა შემდეგი კომპეტენციები: • ანგარიშვალდებულება • შედეგების მიღწევა • ანალიტიკური აზროვნება • პროაქტიურობა • გუნდური მუშაობა • ზეპირი და წერითი კომუნიკაცია • პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა სასურველია მეორე უცხო ენის ცოდნა (გარდა ინგლისური ენისა)


დამატებითი ინფორმაცია

TOEFL-ის, IELTS-ის ან Cambridge Certificate-ის ინგლისური ენის გამოცდის დამადასტურებელი ვალიდური ცნობის წარდგენის შემთხვევაში, სტაჟიორთა შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით, კანდიდატი შესაძლოა, გათავისუფლდეს ინგლისური ენის წერითი გამოცდის ჩაბარების მოთხოვნისგან. ასეთ შემთხვევაში, კანდიდატმა თავის რეზიუმეში, ველში – „დამატებითი დოკუმენტაცია“ უნდა ატვირთოს TOEFL-ის, IELTS-ის ან Cambridge Certificate-ის ინგლისური ენის გამოცდის დამადასტურებელი ვალიდური ცნობა/ცნობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სტაჟირების კანდიდატს, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინიტროს მიერ 2017 წელს ვაკანტურ დიპლომატიურ თანამდებობებზე გამოცხადებული ღია კონკურსის ფარგლებში, ჩაბარებული აქვს ინგლისური ენის წერითი გამოცდა და მიღებული აქვს B2 დონის ექვივალენტი, შესაბამისი გამსვლელი ქულა, გათავისუფლებული იქნება ინგლისური ტესტის ჩაბარებისგან. კანდიდატმა „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში აუცილებლად უნდა ატვირთოს: • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან ცნობა, რომ იმყოფება დამამთავრებელ კურსზე. თუ კანდიდატს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ, აუცილებელია აიტვირთოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია ნოტარიულად დამოწმებულ ქართულ თარგმანთან ერთად; • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. • პროფესიული ან აკადემიური რეკომენდაცია. • სამოტივაციო წერილი. ინგლისურ ენაში წერითი დავალება ჩატარდება ტესტირების სახით. სამინისტროს სისტემაში სტაჟირების ვადა განისაზღვრება 3 თვიდან 6 თვემდე ვადით. 3 თვის გასვლის შემდეგ, სტაჟიორის დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟირების ვადის გაგრძელება შესაძლებელია სამინისტროს ცენტრალურ აპარატში - მინისტრის ბრძანების საფუძველზე. კონკურსთან დაკავშირებულ ყოველ მომდევნო ინსტრუქციას კანდიდატი მიიღებს რეზიუმეში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. დამატებითი ინფორმაციისათვის შესაძლებელია დაკავშირება სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება 13-14 სთ) შემდეგ ტელეფონებზე - (+995 32) 2-94-50-00 (შიდა 24-02; 24-12).


გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში.


 
განცხადების გადარჩევა
წერითი დავალება
გასაუბრება




 

ინფორმაცია კონკურსის შესახებ გათავსებულია საიტზე https://www.hr.gov.ge/