2012 წლის 30 იანვარს ვაშინგტონში გაიმართა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამასა და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შორის.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების განცხადებები ორმხრივი შეხვედრის შემდეგ:
2012 წლის 3 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ მიიღო საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ივან იეჟშტრაბი.
2012 წლის 1 თებერვალს ქ.ვაშინგტონში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს შორის. მიხეილ სააკაშვილმა და ჰილარი კლინტონმა ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებზე ისაუბრეს.
2012 წლის 2 თებერვალს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს თორნიკე გორდაძესა და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჯუდიტ გოფს შორის.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მექსიკის შეერთებულ შტატებში მალხაზ მიქელაძე მონაწილეობას იღებს კინგსტონში მიმდინარე დიპლომატიურ კვირეულში, რომლის ფარგლებშიც მან 30 იანვარს რწმუნებათა სიგელები გადასცა იამაიკის გენერალ-გუბერნატორს, მის აღმატებულებას სერ პატრიკ ალენს.
2012 წლის 30 იანვარს ვაშინგტონში გაიმართა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამასა და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შორის.
საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების განცხადებები ორმხრივი შეხვედრის შემდეგ:
2012 წლის 26 იანვარს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას შეხვედრა საქართველოში ინდონეზიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან (რეზიდენციით კიევში) ნინინგ სუნინგსიჰ როჩადიატთან. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ინდონეზიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო წრე, ასევე, ორ ქვეყანას შორის არსებული სამართლებრივი ბაზის მდგომარეობა.