| |
 |
04.06.2013 |
|
|
|
|
|
|
განთავსების თარიღი: 28.05.2013
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის საოკუპაციო ძალის მხრიდან ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით
 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის საოკუპაციო ძალის მხრიდან ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, კერძოდ, სოფ. დიცისა და სოფ. დვანის ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლების გამო, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების, უპირველესად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის, და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას.
|
|
ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ლეონიდ კოჟარას შეხვედრის შესახებ

18 ივნისს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ლეონიდ კოჟარა. ლეონიდ კოჟარა შეხვდა ქართველ კოლეგას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაია ფანჯიკიძეს.
საქართველოს ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში, ავსტრიის ფედერალურ პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა

საქართველოს ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა 18 ივნისს ავსტრიის ფედერალურ პრეზიდენტს ჰაინც ფიშერს რწმუნებათა სიგელი გადასცა.
|
|
|
| საგარეო საქმეთა მინისტრი |
|







|