|
დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია: საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 22 ივლისს.
საქართველოს ელჩები უკრაინაში: გრიგოლ ქათამაძე - 28.12.2008 - დღემდე. მერაბ ანთაძე - 2007-2008 წწ. გრიგოლ ქათამაძე - 2000-2007 წწ. მალხაზ ჩაჩავა - 1998-2000 წწ. ვალერი ჩეჩელაშვილი - 1994-1998 წწ. უკრაინის ელჩები საქართველოში: ვასილ ციბენკო (Vasyl Tsybenko) - 10.06.2009 - დღემდე. მიკოლა სპისი (Mykola Spys) - 2003-2009წწ. სტეფან ვოლკოვეცკი (Stephan Volkovetskiy) - 1998-2003წწ. იური ჩუგაენკო (Yurii Chugayenko) - 1996-1998წწ. ანატოლი კასიანენკო (Anatoliy Kasianenko) - 1994-1996წწ. იური ჩუგაენკო, საქმეთა დროებითი რწმუნებული - (Yurii Chugayenko) 1994წ.
თანამშრომლობის ძირითადი სფეროები
საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა მოიცავს 100-ზე მეტ ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებას და არეგულირებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პრაქტიკულად ყველა სფეროს. საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს რეგიონული სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განვითარება. თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროში წარმატებით ხორციელდება როგორც სამოქალაქო ავიაციის, ასევე საავტომობილო ტრანსპორტის მიმართულებით. წარმატებულად ვითარდება თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. უკრაინის ტურისტულ ბაზარზე, საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, მუდმივად ეწყობა გაცნობითი ტურები და გამოფენები. საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2005-2011 წწ. ჯამში დაფიქსირებულია 242 688 უკრაინელი ვიზიტორის შემოსვლა საქართველოში. საქართველო და უკრაინა, ასევე თანამშრომლობენ იაპონური ტურისტული ბაზრისათვის შემუშავებული სუამ-ის ერთობლივი ტურისტული პროექტის ფარგლებში. საქართველოსა და უკრაინას შორის მჭიდრო კულტურულ-ჰუმანიტარულ თანამშრომლობა ვითარდება. დამყარებულია პირდაპირი სამეცნიერო-საგანმანათლებლო კავშირები ორი სახელმწიფოს წამყვან უნივერსიტეტებს შორის. გაფორმებულია ურთიერთსასარგებლო ხელშეკრულებები უმაღლეს სასწავლო დაწესებულებს შორის თანამშრომლობის შესახებ. საქართველოს პარლამენტში მოქმედებს უკრაინის ვერხოვნა რადასთან მეგობრობის ჯგუფი. წარმატებით ვითარდება თანამშრომლობა საბანკო-საფინანსო, სოფლის მეურნეობის, მსუბუქი მრეწველობის, ჯანდაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის, რეგიონული და ინფრასტრუქტურის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.
ეკონომიკური თანამშრომლობა (2009-2011 წწ.) უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოსა და უკრიანას შორს მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, რომელიც სამართლებრივად დარეგულირებულია როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში (სუამ-ის ფარგლებში). წლების განმავლობაში უკრაინა ინარჩუნებს საქართველოს ძირითად სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორებს შორის მე-3 ადგილს. საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარულად ტარდება მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომები, ვიცე-პრემიერ-მინისტრების დონეზე და ბიზნეს-ფორუმები. საქართველოში უკრაინული ინვესტიციების შემოდინება 1996 წლიდან დაიწყო. 2011 წლის ჩათვლით, უკრაინიდან საქართველოში განხორციელდა სულ 40.84 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია. 2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოში დარეგისტრირებულია 108 უკრაინული და 120 ქართულ-უკრაინული კომპანია.
საქართველო-უკრაინის სავაჭრო ბრუნვა (მლნ. აშშ დოლარი)
საქართველოდან უკრაინაში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები: 2012 წელი 18-21 აპრილი - ვიცე-პრემიერ-მინისტრის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის ვიზიტი (კიევის უსაფრთხოების ფორუმი). 17-18 მაისი - ვიცე-პრემიერ-მინისტრის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის ვიზიტი (მთავრობათაშორის ეკონომიკური კომისიის მეშვიდე სხდომა).
2011 წელი 21-25 თებერვალი - ვიცე-პრემიერ-მინისტრის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის სამუშაო ვიზიტი (მონაწილეობა „ევროპა-უკრაინის მეხუთე ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმში", ვიზიტი ლუგანსკის ოლქში). 3 ნოემბერი - ვიცე-პრემიერ-მინისტრის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის სამუშაო ვიზიტი.
2010 წელი 24-26 თებერვალი - პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ოფიციალური ვიზიტი (ვიქტორ იანუკოვიჩის ინაუგურაციაზე დასასწრებად). 25-28 აპრილი - ვიცე-პრემიერის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის ვიზიტი ქ. კიევში (საერთაშორისო ფორუმის „ევროპა-უკრაინა" ფარგლებში). 10-11 ივნისი - საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ოფიციალური ვიზიტი. 9-10 ივლისი - პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი. 1-6 სექტემბერი - ვიცე-პრემიერ-მინისტრის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის ვიზიტი.
2009 წელი 25-28 თებერვალი - საგარეო საქმეთა მინისტრის გ. ვაშაძის ვიზიტი ("სუამის" საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს მე-9 სხდომის ფარგლებში). 18-22 ნოემბერი - პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი.
2008 წელი 23 მაისი - პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი (ენერგუსაფრთხოების სამიტის ფარგლებში).
2007 წელი 4 იანვარი - პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი. 30-31 მარტი - საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის სამუშაო ვიზიტი. 6 ივნისი - პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამუშაო ვიზიტი.
2006 წელი 9-11 თებერვალი - საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ხელმძღვანელობით. 3-5 აპრილი - საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის სამუშაო ვიზიტი. 22-24 მაისი - პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის სამუშაო ვიზიტი (სუამ-ის სამიტის ფარგლებში). 26-29 სექტემბერი - საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის სამუშაო ვიზიტი.
2005 წელი 1-6 იანვარი - პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი. 27-28 თებერვალი - პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ოფიციალური ვიზიტი. 24-26 მარტი - პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი. 19-21 აპრილი - საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი. 15-17 ივნისი - პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი. 18 აგვისტო - პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი. 11 ნოემბერი - პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის სამუშაო ვიზიტი.
2004 წელი 26-28 აპრილი - პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი. 29 ივლისი - პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ვიზიტი. 10 აგვისტო - პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი.
უკრაინიდან საქართველოში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები: 2012 წელი 28 მარტი - ვიცე-პრემიერის, ინფრასტრუქტურის მინისტრის ბორის კოლესნიკოვის (Borys Kolesnikov) ვიზიტი.
2011 წელი 14-15 ივლისს - საგარეო საქმეთა მინისტრის კოსტიანტინ გრიშჩენკოს (Kostyantyn Gryshchenko) ოფიციალური ვიზიტი. 27-28 ოქტომბერი - ვიცე-პრემიერის სერგი ტიგიპკოს (Tigipko Sergiy) ვიზიტი, მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეექვსე სხდომის ფარგლებში.
2010 წელი 16-17 ივლისი - ვიცე-პრემიერის სერგი ტიგიპკოს ვიზიტი.
2008 წელი 1 ივლისი - პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს (Victor Yushchenko) ვიზიტი, ბათუმის სუამ-ის სამიტის ფარგლებში. 12 აგვისტო - პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს ვიზიტი.
2007 წელი 1-2 მარტი - პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს ვიზიტი. 25 დეკემბერი - პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს ვიზიტი.
2006 წელი 31 იანვარი - ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გენერალური მდივნის ანატოლი კინახის (Anatoliy Kinakh) ვიზიტი. 23 ნოემბერი - პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს ვიზიტი.
2005 წელი 12-14 აგვისტო - პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს არაოფიციალური ვიზიტი.
საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები 2011 წლის 14 ივლისს, საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გრიგოლ ვაშაძემ და კონსტიანტინ გრიშჩენკომ ხელი მოაწერეს „საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის 2011-2012 წლების კონსულტაციების გეგმას". აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, რეგულარულად ტარდება კონსულტაციები პოლიტიკურ, სამართლებრივ, საკონსულო, ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე. საქართველოს საელჩო უკრაინაში მისამართი: ქ. კიევი, ტ. შევჩენკოს ბულვარი 25, ფაქსი:+ 380-44-220-03-48 ტელეფონი: +380-44-220-03-40 e-mail: kyiv.emb@mfa.gov.ge
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ოდესაში მისამართი: ქ. ოდესა, 65012, 30 მარიინსკაიას ქ. 4 ფაქსი: +(38 048)726-47-27, ტელეფონი: +(38 048)726-10-45 e-mail: odessa.con@mfa.gov.ge;
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. დონეცკში გენერალური კონსული - ზურაბ კვაჭაძე მისამართი: 83048, უკრაინა, დონეცკი, მ. კოცუბინსკის ქ. 83 ბ. 4, ტელ.: +38(062) 3110104; ფაქსი: +38(062) 3110410, e-mail: donetsk.con@mfa.gov.ge
უკრაინის საელჩო საქართველოში მისამართი: თბილისი, ონიაშვილის ქ. 75
უკრაინის გენერალური საკონსულო ქ. ბათუმში გენერალური კონსული - ბონდარენკო ვლადიმერი ივანეს ძე მისამართი: ქ. ბათუმი, პ. მელიქიშვილის ქ. 71 ტელ.: (+995-222) 2-14-08; ტელ./ფაქსი: (+995-222) 2-14-78 e-mail: consulbatumi@gol.ge
ბმულები: საქართველოს საელჩო უკრაინაში: http://ukraine.mfa.gov.ge უკრაინის საელჩო საქართველოში: http://www.mfa.gov.ua/georgia უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: http://www.mfa.gov.ua უკრაინის პრეზიდენტი: http://www.president.gov.ua უკრაინის პარლამენტი (ვერხოვნა რადა): http://portal.rada.gov.ua უკრაინის მთავრობა: http://www.kmu.gov.ua
|
|
















