JavaScript Menu, DHTML Menu Powered By Milonic
პოლიტიკა
დიპლომატიური სამსახური
საგარეო ურთიერთობები
განცხადებები და კომენტარები
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
პრეს–ცენტრი
საჯარო ინფორმაცია
ვაკანსიები
 
31.03.2014
არქივი

ცხელი ხაზი

annual2013

Share

პოლონეთის რესპუბლიკა

 

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება პოლონეთის  რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

ვიზები  გაიცემა ქ.თბილისში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

1.    სამგზავრო დოკუმენტი (პასპორტი), ფოტოსურათიანი გვერდის ქსეროასლით:

o        მინიმუმ სამი თვის მოქმედებით პოლონეთიდან/შენგენის ზონიდან დაგეგმილი გამომგზავრების მომენტიდან;

o        მინიმუმ 2 თავისუფალი გვერდით;

o        გაცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში.

2.      შევსებული და ხელმოწერილი სავიზო ანკეტა   (შევსებული პოლონურად ან ინგლისურად) http://www.tbilisi.polemb.net/

3.   ბიომეტრული ფოტოსურათი (3,5 x 4,5);

4.   სავიზო მოსაკრებელი 35 ევრო;

5.   სამედიცინო დაზღვევა მინიმუმ 30 ათასი ევროს ოდენობის, რომელიც მოქმედებს მთელ შენგენის ზონაში - ქსეროასლით.

6.   ცნობა სამუშაო ადგილიდან (ნათარგმნი ინგლისურ ან რუსულ ენაზე);

7.   ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთი იმ შემთხვევაში, როდესაც პირი ოჯახის წევრთან ერთად მიემგზავრება (მაგ.: ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა - (ნათარგმნი ინგლისურად ან რუსულად - ქსეროასლით);

8.   არასრულწოვანის გამგზავრების შემთხვევაში, მშობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა - (ნათარგმნი ინგლისურად ან რუსულად- ქსეროასლით);

9.   შემავსებელი, მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები, როგორებიცაა:

         - გამგზავრების მიზანი:

  •  მოსაწვევი ფიზიკური პირისაგან - ორიგინალი (დამტკიცებული ვოევოდის მიერ) - ქსეროასლით;
  •  მოსაწვევი იურიდიული პირისაგან - ორიგინალი ან ფაქსით გამოგზავნილი (მონაცემები მომწვევი ფირმის/ორგანიზაციის შესახებ,
  •  მოსაწვევი პირის მონაცემები, ჩასვლის მიზანი, ვიზიტის ხანგრძლივობა, ვინ დაფარავს მოწვეული პირის პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნის ხარჯებს);
  • პოლონეთში ტურისტული მომსახურების ნასყიდობის დამადასტურებელი საბუთი (ტურისტული ვიზის შემთხვევაში) ან სასტუმროს ჯავშანი;
  • საქმეთა სამინისტროს ან საელჩოს ნოტა;
  • ვოევოდის მიერ გაცემული სამუშაო ნებართვა უცოელისათვის (მუშაობის მიზნით),
  • ქმედითი ცნობა სკოლიდან ან უმაღლესი სასწავლებლიდან (სკოლაში ან უმაღლეს სასწავლებელში სწავლის მიზნით).

         - დროებითი საცხოვრებელი ადგილის/სასტუმროს მისამართი;

 - გამგზავრების, ყოფნისა და პოლონეთიდან ან შენგენის ზონიდან გამომგზავრებისათვის საჭირო ფინანსური საშუალების ფლობა;

 - მზადყოფნა, რომ ვიზის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვოთ შენგენის ტერიტორია;

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია  უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე,  დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია   ქ.თბილისში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს  ვებგვერდზე:http://www.tbilisi.polemb.net/

 

ქ.თბილისში პოლონეთის  რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები:

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში

ძმები ზუბალაშვილების . 19

0108 თბილისი, საქართველო

ტელ.:  292 03 98

ფაქსი: 292 03 97

ელ - ფოსტა: tbilisi.amb.sekretariat@msz.gov.pl

საკონსულო განყოფილება

ტელ.: 293 62 36

ფაქსი: 293 62 31

პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.msz.gov.pl/


საგარეო საქმეთა მინისტრი
FACEBOOK
აპრილი 2014
კვორსაოთხუპაშა
 45
610
131819
20212526
27282930 

olimp

რუსული აგრესია

ტალიავინის მასალები

ად უფლებები

traff

GUAM