JavaScript Menu, DHTML Menu Powered By Milonic
პოლიტიკა
დიპლომატიური სამსახური
საგარეო ურთიერთობები
განცხადებები და კომენტარები
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
პრეს–ცენტრი
საჯარო ინფორმაცია
ვაკანსიები
ამბასადორიალი
 
11.07.2014
არქივი

ad_uf

ცხელი ხაზი

annual2013

dipl

Share

ესპანეთის სამეფო

 

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ესპანეთის სამეფოში, ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ). მოკლევადიანი (90 დღემდე მოქმედების ვადით) ვიზა გაიცემა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ, ხოლო გრძელვადიანი ვიზა გაიცემა ქ. სტამბოლში (თურქეთის რესპუბლიკა) ესპანეთის სამეფოს გენერალური საკონსულოს მიერ.
2013 წლის 16 სექტემბრიდან სავიზო განაცხადები ჩაბარებული ნიდერლანდების სამეფოს საელჩოში განსახილველად გადაიგზავნება ქ. პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა) არსებულ ჰოლანდიურ რეგიონალურ-ადმინისტრაციულ და საკონსულო ოფისში.სავიზო განაცხადები განიხილება არა უმეტეს 14 დღის ვადაში.
ნიდერლანდების საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:
-საერთაშორისო პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და მისი ასლი;
- განმცხადებლის პასპორტის მთავარი გვერდის ასლი;
- სავიზო განაცხადის ფორმა (მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე ივსება შესაბამისი სავიზო განაცხადის ფორმა http://georgia.nlembassy.org/ );
-პირადობის მოწმობის ასლი;
- 2 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
- ესპანეთის სამეფოს მოქალაქისგან ან მუდმივი რეზიდენტი უცხოელისგან დამოწმებული მოწვევის ორიგინალი - ასლი.იმ შემთვევაში თუ მომწვევი მეუღლესთან ერთად ფლობს ქონებას, მოწვევას მეუღლეც აწერს ხელს.
-მომწვევის პასპორტის ასლი
-მომწვევის უკანასკნელი სამი თვის ხელფასის ცნობა და მისი სამუშაო ხელშეკრულების ასლი (თვიური შემოსავლის მინიმალური თანხა - 1.186,37 ევრო);
-სტუდბილეთი , თუკი განმცხადებელი სწავლობს საქართველოში;
-ცნობა სამსახურიდან ინგლისურ ენაზე;
-საბანკო ამონაწერი ბოლო სამი თვის;
-თბილისი- მადრიდი - თბილისის მიმართულებით სრული ბილეთის ჯავშანი;
-სასტუმროს ჯავშანი;
- განაცხადის დამუშავების საფასური : 35 ევრო
-სამგზავრო/სამედიცინო დაზღვევა სავიზო მოთხოვნის პერიოდისთვის, დაზღვევის მოქმედების ვადა უნდა იყოს 15 კალენდარული დღი მეტი (ორიგინალი და ასლი) ;
-იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი მიემგზავრება მხოლოდ ერთ მშობელთან ერთად, საჭიროა მეორე მშობლის თანხმობა და მათი პასპორტების ასლები, აგრეთვე ბავშვის დაბადების მოწმობა.
-ყველა ქართულენოვანი საბუთი ბარდება ინგლისურ თარგმანთნ ერთად და უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

 

"VFS Global" სავიზო განაცხადის მიღების ცენტრის კოორდინატები:

სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 8:30 დან 16.30 მდე

ტელ:+995322240454 , +995322240464

EMAIL: INFO.NLGE@VFSHELPLINE.COM

ვებ გვერდი:www.vfsglobal.com/netherland/Georgia

მისამართი: . ქუჩიშვილის ქუჩა 10, თბილისი

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საელჩოს ვებგვერდზე http://georgia.nlembassy.org/
ქ.თბილისში ჰოლანდიის საელჩოს კოორდინატები:
მისამართი: „შერატონ მეტეხი პალასი", თელავის ქ.20, თბილისი
ტელ: 2276200, 2276222
ელფოსტა: tbi-ca@minbuza.nl
ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.minbuza.nl/
საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ვებ–გვერდი: http://www.dutchembassy.ge/
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!
მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ მისამართზე http://www.maec.es/es/Home/Paginas/HomeEs.aspx
ქ.სტამბოლში ესპანეთის სამეფოს გენერალური საკონსულოს კოორდინატები:
მისამართი : Cumhuriyet Caddesi No.233 K.4 Ferah Apt. 80230 Harbiye Istanbul
ტელეფონი: +90 (212) 225 20 99, 225 21 53, 219 31 86
ფაქსი : +90 (212) 225 20 88

საგარეო საქმეთა მინისტრი
FACEBOOK
სექტემბერი 2014
კვორსაოთხუპაშა
6
13
14181920
21222324252627
282930 

olimp

რუსული აგრესია

dip gzamkvl

traff

GUAM

unesco