JavaScript Menu, DHTML Menu Powered By Milonic
პოლიტიკა
დიპლომატიური სამსახური
საგარეო ურთიერთობები
განცხადებები და კომენტარები
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
პრეს–ცენტრი
საჯარო ინფორმაცია
ვაკანსიები
ამბასადორიალი
 
11.07.2014
არქივი

ad_uf

ცხელი ხაზი

annual2013

dipl

Share

ავსტრიის რესპუბლიკა

 

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება ავსტრიის რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული,საქმიანი და ა.შ).

C ტიპის ვიზა (90 დღემდე - მოკლევადიანი)  გაიცემა ქ.თბილისში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

D ტიპის ვიზა (91 დან 365 დღემდე - გრძელვადიანი) გაიცემა ქ.ბაქოში (აზერბაიჯანის რესპუბლიკა) ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

ქ. თბილისში შვეიცარიის კონფედერაციის საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი(მოკლევადიანი ვიზის მიღების შემთხვევაში):

-საელჩოში საბუთების ჩაბარება უნდა მოხდეს უშუალოდ განმცხადებლის მიერ;

- სავიზო განაცხადის ფორმა (http://www.eda.admin.ch/tbilisi);

- პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და მისი ასლი;

- 2 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;

- მოქმედი ვიზების ასლები;

- სამოგზაურო დაზღვევა არანაკლებ 30 000.00 ევროს მოცულობის ფარგლებში, რომელიც ფარავს მთელ შენგენის სივრცეს (ორიგინალი და მისი ასლი);

- დახურული ბილეთის ჯავშანი  (ორიგინალი და ასლი ელექტრონული ბილეთის).

-სასტუმროს ჯავშანი;

 - თუ გიწვევთ ნათესავი, ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: დაბადების მოწმობა ნათარგმნი და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ-შესაძლებელია საკონსულოს მიერ მოთხოვნილი იქნეს დოკუმენტი აპოსტილით დამოწმებული).

-ცნობა  დამსაქმებლისგან ინგლისურ/გერმანულ/იტალიურ/ფრანგულ ენებზე  (უნდა იქნას მითითებული თანამდებობა, ხელფასი, დასაქმების ხანგრძლივობა, საგარანტიო წერილი დამსაქმებლიდან, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ დასაქმდებით).

-ფინანსური გარანტია (უკანასკნელი 6 თვის  ხელფასის ამონაწერი, საკრედიტო ბარათის და საბანკო ანგარიშის შესახებ ცნობა).

- მოწვევის წერილი ხელმოწერილი მომწვევი პირის მიერ, უნდა იქნას წარმოდგენილი:

<!--[if !supportLists]-->·        <!--[endif]-->მისაწვევი პირის სახელი გვარი, დაბადების თარიღი, პასპორტის ნომერი.

<!--[if !supportLists]-->·        <!--[endif]-->შვეიცარიაში/ავსტრიაში/შენგენის ზონაში დარჩენის ვადის ხანგრძლივობა და შვეიცარიაში/ავსტრიაში/შენგენის ზონაში  შესვლის თარიღი;

<!--[if !supportLists]-->·        <!--[endif]-->-მისაწვევ და მიწვეულ პირს შორის არსებული ურთიერთობის განმსაზღვრელი დოკუმენტი;

<!--[if !supportLists]-->·        <!--[endif]-->-დასტური იმისა  თუ ვინ დაფარავს მგზავრობის და განთავსების ხარჯებს, თუ ხარჯებს ფარავს მიმწვევი პირი ,მაშინ უდნა იქნას წარმოდგენილი მისი ცნობა სამსახურიდან და წერილი დამსაქმებლისგან.

<!--[if !supportLists]-->·        <!--[endif]-->ვალდებულება იმისა, რომ მიწვეული პირი ვიზის ვადის გასვლამდე  დროულად დატოვებს შვეიცარიას/ავსტრიას/შენგენის ზონას.

<!--[if !supportLists]-->·        <!--[endif]-->-აღნიშნული საბუთები შეიძლება იქნას გადმოგზავნილი ან ფაქსით ან ინტერნეტ ფოსტის საშუალებით;

<!--[if !supportLists]-->·        <!--[endif]-->მიმწვევი პირის ავსტრიის/შვეიცარიის პასპორტის ასლი (სურათიანი გვერდის ასლი) და თუ შესაძებელია მიმწვევის ქორწინების მოწმობის ასლი;

--საკონსულო მოსაკრებელი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია  უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე,  დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია   საელჩოს ვებგვერდზე:  http://www.eda.admin.ch/tbilisi    

ქ.თბილისში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მისამართი:

კრწანისის ქ. 11

ტელ: 2-75-30-01/02

ფაქსი: 2- 75-30-06

 2-25-36-82/83; 2- 25-36-84

E-mail: Tbilisi@sdc.net;

tif.vertretung@eda.admin.ch.

 

ქ.ბაქოში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს  მისამართი:
Landmark III, 7. Stock
Nizami Str. 90A
AZ-1010 Baku, Aserbaidschan
Tel.
(+994 12) 465 99 33
Fax: (+994 12) 465 99 94
E-Mail:
baku-ob(at)bmeia.gv.at

ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.bmaa.gv.at/

2011 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს ტერიტორიაზე ბინადრობის უფლების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ავსტრიის რესპუბლიკის „C კატეგორიის, მოკლევადიანი (90 დღემდე მოქმედების ვადით), შენგენის            ვიზების (მთავარი დანიშნულების ქვეყანა – ავსტრია) მისაღებად სავიზო განაცხადების შეტანა შეუძლიათ ქ.თბილისში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში ან ქ.ბაქოში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოში, ხოლო „D“ კატეგორიის (ნაციონალური) ვიზის ან ცხოვრების ნებართვის მისაებად განაცხადების შეტანა შესაძლებელია  ქ.ბაქოში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოში.

ქ.კიევში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს ვებ–გვერდი: http://www.bmeia.gv.at/botschaft/kiew.html

ქ.ანკარაში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს ვებ–გვერდი: http://www.aussenministerium.at/ankara

ქ.სტამბულში ავსტრიის რესპუბლიკის გენერალური საკონსულოს ვებ–გვერდი: http://www.aussenministerium.at/istanbulgk

საგარეო საქმეთა მინისტრი
FACEBOOK
სექტემბერი 2014
კვორსაოთხუპაშა
6
13
141920
21222324252627
282930 

olimp

რუსული აგრესია

dip gzamkvl

traff

GUAM

unesco