JavaScript Menu, DHTML Menu Powered By Milonic
პოლიტიკა
დიპლომატიური სამსახური
საგარეო ურთიერთობები
განცხადებები და კომენტარები
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
პრეს–ცენტრი
საჯარო ინფორმაცია
ვაკანსიები
 
31.03.2014
არქივი

ცხელი ხაზი

annual2013

Share ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს კანონი საკონსულო მოსაკრებლის შესახებ

 

საქართველოს კანონი
საკონსულო მოსაკრებლის შესახებ


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს კანონი განსაზღვრავს საკონსულო მოსაკრებლის სტრუქტურას, მისი გადახდევინების წესს და მის ოდენობას, აგრეთვე საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლებს.
2. საკონსულო მოსაკრებელი არის საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ საკონსულო მოქმედების შესრულებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის კანონით დადგენილი თანხა, რომელიც ასახავს მოქმედების პოლიტიკურ მნიშვნელობას და მის ეკონომიკურ ღირებულებას.


მუხლი 2. საკონსულო მოსაკრებლის გადახდევინების წესი

1. საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ საკონსულო მოქმედების შესრულებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის.
2. საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის ამ კანონის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ასევე ნაცვალგების საფუძველზე.
3. ნაცვალგების საფუძველზე საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება იმ შემთხვევაში, როდესაც შესაბამისი სახელმწიფო საქართველოს მოქალაქის მიმართ იყენებს ზოგადი წესისაგან განსხვავებულ წესს, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.


მუხლი 3. საკონსულო მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის ზოგადი პრინციპი

1. საკონსულო მოსაკრებელი გადაიხდევინება, როგორც წესი, წინასწარ, ამ კანონის მე-4 მუხლით დადგენილი განაკვეთების შესაბამისად, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.
2. ამ კანონის შესაბამისად, საკონსულო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება აშშ დოლარში. იგი გადაიხდება აშშ დოლარში ან ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტაში. ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის აშშ დოლარის მიმართ კონვერტაციის ფიქსირებულ კურსად გამოიყენება წინა საფინანსო წლის 1 დეკემბრამდე აშშ დოლარის მიმართ ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის საბაზრო მაქსიმალური გაცვლითი კურსი. საქართველოს ეროვნული ბანკი არა უგვიანეს ყოველი საფინანსო წლის 10 დეკემბრისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აწვდის მომავალი წლისათვის გამოსაყენებელ, ადგილსამყოფელი ქვეყნის ვალუტის გაცვლით კურსს.
3. ამ კანონის დებულებები მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ გამოიყენება, როგორც მისი მუდმივსაცხოვრებელი სახელმწიფოს მოქალაქის მიმართ.


მუხლი 4. საკონსულო მოსაკრებლის სახეები და განაკვეთები

1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ საკონსულო მოქმედების შესრულებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის მოსაკრებელი გადაიხდევინება შემდეგი განაკვეთებით:
ა) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის საკითხის განხილვა - 35 აშშ დოლარი;
ბ ) საქართველოს ვიზ ების გაცემის საკითხის განხილვა:
ბ .ა ) ერთჯერადი ან მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 90 დღემდე - 50 აშშ დოლარი;
ბ .ბ ) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 360 დღით - 50 აშშ დოლარი;
ბ .გ ) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 5 წლამდე - 200 აშშ დოლარი;
ბ .დ ) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 10 წლამდე - 400 აშშ დოლარი;
ბ .ე ) მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 15 წლამდე - 600 აშშ დოლარი;
ბ .ვ ) ერთჯერადი ან მრავალჯერადი ორდინალური ვიზა სატრანზიტო გავლის უფლებით - 50 აშშ დოლარი;
ბ .ზ ) სასწავლო ვიზის საკონსულო მოსაკრებელი განისაზღვრება ორდინალური ვიზის მსგავსი ტიპისთვის დადგენილი მოსაკრებლის განაკვეთით;
გ) დოკუმენტის საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელების საკითხის განხილვა - ერთი დოკუმენტისათვის 15 აშშ დოლარი;
დ) საქართველოს მოქალაქის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან დოკუმენტაციის ან ინფორმაციის გამოთხოვისათვის განაცხადის გაგზავნა - ერთი დოკუმენტისათვის 10 აშშ დოლარი;
ე ) ცნობის გაცემა - 25 აშშ დოლარი;
ვ) საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დოკუმენტის გაცემის ფაქტის დადასტურება - 25 აშშ დოლარი ;
ზ ) საკონსულო თანამდებობის პირის მიერ ცნობის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის, დიპლომის, ნიშნების ფურცლის, ატესტატის, სერტ იფიკატის, პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტის თარგმანის შესრულება ან/და თარგმანის სისწორის დადასტურება - თითოეული გვერდისათვის 10 აშშ დოლარი;
თ) საქართველოს მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება:
თ.ა) საქართველოს მოქალაქეობის მიღების , საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების , საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის , საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე განცხადების საქართველოს კომპეტენტურ ორგანოში განსახილველად გადაგზავნა - 5 აშშ დოლარი; "
თ.ბ) (ამოღებულია - 12.06.2012, №6439);
ი) ემიგრაცია-იმიგრაციის საკითხებთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება:
ი.ა) საქართველოდან ემიგრაციის მსურველი პირის შუამდგომლობისა და თანდართული საბუთების საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში განსახილველად გადაგზავნა - 5 აშშ დოლარი;
ი.ბ) საზღვარგარეთიდან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების მსურველი პირის განცხადებისა და თანდართული საბუთების საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში განსახილველად გადაგზავნა - 5 აშშ დოლარი;
კ) სანოტარო მოქმედებების შესრულება:
კ. ა) ანდერძის დადასტურება - 10 აშშ დოლარი;
კ.ბ) ანდერძის გაუქმება - 5 აშშ დოლარი;
კ.გ) დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება - თითოეული პირისათვის და თითოეული ხელმოწერისათვის - 5 აშშ დოლარი;
კ.დ) მინდობილობის/ რწმუნებულების დადასტურება - 10 აშშ დოლარი;
კ.ე) მინდობილობის/ რწმუნებულების გაუქმება - 5 აშშ დოლარი;
კ.ვ) დოკუმენტის ერთი ენიდან მეორე ენაზე თარგმანის სისწორის დამოწმება - თითოეული გვერდისა თვის 5 აშშ დოლარი;
კ.ზ) დოკუმენტის ასლის ან/ და დოკუმენტიდან ამონაწერის დამოწმება ან/ და დოკუმენტის ასლის გაცემა - თითოეული გვერდისა თვის 3 აშშ დოლარი;
კ. თ) პირის ცოცხლად ყოფნის ფაქტის დადასტურება, პირის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტის დადასტურება, პირის ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან იგივეობის დადასტურება, დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება - 15 აშშ დოლარი;
კ. ი) საზღვაო პროტესტის შესრულება - 150 აშშ დოლარი;";
ლ) (ამოღებულია - 12.06.2012, №6439);
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ცნობა გაიცემა ადგილსამყოფელი ქვეყნის საქმისწარმოებაში დასაშვებ რომელიმე ენაზე, მისი თარგმა ნის შესრულებისათვის დამატებითი საკონსულო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობის გაცემა და „ ვ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დოკუმენტის გაცემის ფაქტის დადასტურება ხდება ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე, ინფორმაციის გამოთხოვისა თვის ცალკე საკონსულო მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.
საქართველოს 201 2 წლის 12 ივნისის კანონი №6439 - ვებგვერდი, 22.06.2012წ.


მუხლი 5. შეღავათები საკონსულო მოსაკრებლის გადახდაზე

1. საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
ა) პირები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად განსაზღვრული საქველმოქმედო ორგანიზაციების თანამშრომლები, აგრეთვე საქართველოს ან საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერილი და ძალაში შესული ჰუმანიტარული ან/და ტექნიკური დახმარების შესახებ ხელშეკრულებების ფარგლებში დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაციების თანამშრომლები თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას;
გ) საქართველოს მოქალაქეების უცხოელი ოჯახის წევრები ვიზების გაფორმებისას;
დ) ოფიციალური დელეგაციის წევრები საქართველოს ვიზების გაფორმებისას;
ე) პირები დიპლომატიური და სამსახურებრივი საქართველოს ვიზების გაფორმებისას;
ვ) საქართველოს საპატიო მოქალაქეები და საქართველოს საპატიო კონსულები საქართველოს ვიზების გაფორმებისას;
ზ) პირები რეპატრიაციის საკითხებთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულებისას;
თ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
ი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;
კ) 18 წლამდე პირები ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ლ) პირები საქართველოში ნეშტის გადმოსვენებისათვის საჭირო დოკუმენტების ლეგალიზაციისას და თარგმანის შესრულებისას;
მ) პირები ადგილსამყოფელ ქვეყანაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი საგანგებო სიტუაციების დროს საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაფორმებისას;
ნ) პირები საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაფორმებისას, საქართველოს შესაბამისი ორგანოს შუამდგომლობის შემთხვევაში;
ო) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, საკონსულო დაწესებულებებსა და საქართველოს ინტერესთა სექციაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილი დიპლომატიური თანამდებობის პირები, ადმინისტრაციულ- ტექნიკური პერსონალი და მათი ოჯახის წევრები მათ მიმართ საკონსულო ფუნქციების შესრულებისას;
პ) პირები სხვადასხვა საკონსულო ფუნქციის შესრულების დროს გამოცემული აქტების გაფორმებისას საკონსულო თანამდებობის პირის ბრალეულობით დაშვებული შეცდომის გასწორების შემთხვევაში.
2. საკონსულო მოსაკრებლის 50 პროცენტის გადახდისაგან თავისუფლდებიან საქართველოს შემდეგი მოქალაქეები:
ა) იძულებით გადაადგილებულ პირებად - დევნილებად ცნობილნი;
ბ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები.
3. განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია პირი გათავისუფლდეს საკონსულო მოსაკრებლის გადახდისაგან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 - ვებგვერდი, 22.06.2012წ.


მუხლი 6. დასკვნითი დებულებანი

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 47).
2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 15 ოქტომბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 1 ოქტომბერი.
№3655- IIს

საგარეო საქმეთა მინისტრი
FACEBOOK
აპრილი 2014
კვორსაოთხუპაშა
 45
610
131819
20212223242526
27282930 

olimp

რუსული აგრესია

ტალიავინის მასალები

ად უფლებები

traff

GUAM