|
Statement by the Secretary General on the elections in South Ossetia ნატო სამხრეთ ოსეთში, საქართველო ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს არ ცნობს 2009 წლის 2 ივნისს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა გააკეთა განცხადება ა.წ. 31 მაისს სამხრეთ ოსეთში, საქართველო გამართულ "საპარლამენტო არჩევნებთან" დაკავშირებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატო არ აღიარებს ხსენებულ "არჩევნებს" და ამგვარი "არჩევნების" ჩატარება არ უწყობს ხელს საქართველოში არსებული მდგომარეობის მშვიდობიან მოწესრიგებას. ალიანსი ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. |
|











