JavaScript Menu, DHTML Menu Powered By Milonic

პოლიტიკა
დიპლომატიური სამსახური
საგარეო ურთიერთობები
განცხადებები და კომენტარები
მინისტრის განცხადებები
სამინისტროს განცხადებები
მთავრობის განცხადებები
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
პრეს–ცენტრი
ანონსი
ვაკანსიები
 
05.04.2013
არქივი

ცხელი ხაზი

Share ამოსაბეჭდი ვერსია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ადმინისტრაციულ ხაზთან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციასთან დაკავშირებით

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაუკანასკნელ ხანებში, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ადმინისტრაციულ ხაზთან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მხრიდან მიმდინარეობს შეტევითი შეიარაღების კონცენტრაცია და, შესაბამისად, იზრდება პროვოკაციის საფრთხეც. ამის დასტურია დღევანდელი ინციდენტი, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალების ვერტმფრენი დაეშვა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონის მახლობლად.

საგარეო სამინისტრო მკაცრ პროტესტს გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას სასწრაფოდ შეწყვიტოს შეიარაღების გადასროლა და ძალების კონცენტრირება ოკუპირებულ რეგიონებში.

როგორც საქართველოს საგარეო სამინისტრო აცხადებდა, შემთხვევითი არაა მსხვილმასშტაბიანი სამხედრო წვრთნების „კავკაზ-2012"-ის მიმდინარეობის დამთხვევა საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდთან. მართლდება პროვოკაციების ზრდის შესაძლებლობის შესახებ ჩვენი ვარაუდებიც.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოახდენს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს უცხოელი პარტნიორების სასწრაფო ინფორმირებას რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე, რათა მათ ოფიციალურ მოსკოვს აუწყონ ამგვარი ქმედებების დაუშვებლობის შესახებ.

თბილისი, 2012 წლის 21 სექტემბერი

საგარეო საქმეთა მინისტრი
FACEBOOK
მაისი 2013
კვორსაოთხუპაშა
 123
5691011
1218
1921232425
262728293031 

რუსული აგრესია

ტალიავინის მასალები

ად უფლებები

GUAM