JavaScript Menu, DHTML Menu Powered By Milonic

პოლიტიკა
დიპლომატიური სამსახური
საგარეო ურთიერთობები
განცხადებები და კომენტარები
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
პრეს–ცენტრი
ანონსი
ვაკანსიები
 
05.04.2013
არქივი

ცხელი ხაზი

Share ამოსაბეჭდი ვერსია

საერთაშორისო რეიტინგი

 

 

  • 2011 წლის დეკემბერში, "Fitch Ratings"-მა აამაღლა საქართველოს IDR (Issuer Default Ratings) რეიტინგი „B+"-დან „BB-"-მდე.
  • საქართველომ საერთაშორისო რეიტინგში - „Paying Taxes 2013", გადასახადების გადახდის სიმარტივის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით მდგომარეობა 6 პოზიციით გაიუმჯობესა და 185 ქვეყანას შორის 33-ე ადგილი დაიკავა. წინა წელს საქართველო 39-ე ადგილზე იმყოფებოდა. რეიტინგი მომზადდა მსოფლიო ბანკის (World Bank), საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და კომპანია PricewaterhouseCoopers (PWC) - ის მიერ.
  • Doing Business 2013"-ის მიხედვით, საქართველო, ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით მე-9 პოზიციაზეა. გასულ წელთან შედარებით, საქართველო 7 პოზიციით დაწინაურდა და არის პირველი ათეულის ერთადერთი ახალი ქვეყანა. აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფში საქართველო პირველ ადგილზე იმყოფება.
  • ბიზნესის წარმოების სიმარტივის გარდა, საქართველო სხვა რეიტინგებშიც ლიდერთა შორის იმყოფება. მაგალითად, ბიზნესის წამოწყების რეიტინგში მე-7 ადგილი უკავია, მშენებლობის ნებართვების გაცემის კუთხით - მე-4 ადგილზეა, საკუთრების უფლების დარეგისტრირებით კი - 1-ზე.
  • საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ - „Moody's" გამოაქვეყნა საკრედიტო რეიტინგი, რომელშიც საქართველოს მიენიჭა „Ba3" კატეგორია (გრძელვადიანი ადგილობრივი და უცხოური ვალუტის რეიტინგი), აღნიშნული რეიტინგის თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი ერთი პოზიციით გაუმჯობესდა.
  • 2011 წლის ნოემბერში, „Standard & Poor's" სარეიტინგო სერვისმა ასწია მისი გრძელვადიანი უცხოური და ადგილობრივი ვალუტა სუვერენულ საკრედიტო რეიტინგში საქართველოს მთავრობაში „B+" დან „BB-" მდე.
  • ჟურნალ Forbes"-ის ცნობით „Best Countries for Business 2011"-ის რეიტინგში საქართველომ გაიუმჯობესა პოზიცია და 11 ნაბიჯით წინ გადაადგილდა რეიტინგში და ამჟამად 134 ქვეყნიდან 50-ე ადგილზე იმყოფება.
  • მსოფლიო ბანკის ანგარიშზე "Investing Across Borders" (IAB) დაყრდნობით, საქართველო არის 87 ქვეყანას შორის ერთ-ერთ ყველაზე მეტად ღია ქვეყანა უცხოური სააქციო საკუთრებებისათვის.
  • „Transparency International"-ის მიხედვით საქართველო არის ლიდერი პოსტ-საბჭოთა სივრცეში (ბალტიის ქვეყნების გარდა) კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.
  • "Transparency International"-ის მიხედვით „Global Coruption Barometer 2010" საქართველო რეიტინგში არის მსოფლიოში პირველი ქვეყანა კორუფციის დონის დაწევის მხრივ.
  • „Transparency International"-ის მიხედვით „Global Coruption Barometer 2010" მსოფლიო რეიტინგში საქართველო იკავებს მე-5 პოზიციას პოლიციაში კორუფციის დაბალი დონით, ფინეთის, დანიის, ნორვეგიისა და შვეიცარიის შემდეგ.
  • 2013 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსზე დაფუძნებით, რომელიც გამოქვეყნდა ამერიკული ინსტიტუტის "Heritage Foundation"-ის მიერ, საქართველო 21-ე პოზიციაზეა 177 ქვეყანას შორის.
  • PWC-ის, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მიერ ერთობლივად ჩატარებული კვლევის თანახმად, 2011 წელს საქართველომ გადასახადების გადახდის რეიტინგში 3 საფეხურით წინ გადაიწია და ამჟამად იკავებს 61-ე პოზიციას 183 სახელმწიფოს შორის.
  • "Forbes"-ის გადასახადების სირთულისა და რეფორმების ინდექსის მიხედვით 2009 წელს საქართველო იყო 4 საუკეთესო შემსრულებელ ქვეყანას შორის და ჩამორჩა მხოლოდ ყატარს, არაბეთის გაერთიანებულ საიმიროებსა და ჰონგ-კონგს.
  • გლობალურ ეკონომიკურ ფორუმზე "The Global Enabling Trade Report" დაყრდნობით, საქართველო 132 ქვეყანას შორის 38-ე ადგილს იკავებს 2012 წლის სავაჭრო ნების დართვის ინდექსში.
  • ბრიტანული საინვესტიციო რისკების შემფასებელი კომპანია "Maplecroft"-ის მიერ გამოქვეყნებული "Political Risk Atlas 2013"-ის თანახმად, საქართველო იმყოფება "Medium Risk"-ის კატეგორიაში, რაც მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ ქვეყანა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა ინვესტორებისათვის.
  • საქართველო იკავებს პირველ ადგილს რუსული სააუდიტორო-საკონსულტაციო კომპანია „FBK"-ს მიერ გამოქვეყნებულ „პროგრესის რეიტინგში". ზემოაღნიშნული რეიტინგი მოიცავს 101 ქვეყნის მონაცემს და იგი ეყრდნობა მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრების მიერ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ მასალებს, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნების ეკონომიკურ და სოციალურ გარემოსთან.
  • „EBRD"-ის 2011 წლის გამოკვლევის შედეგად, ინსტიტუციონალური განვითარების საკითხში, საქართველო, განვითარებადი ქვეყნებს შორის ყველაზე წარმატებულ ქვეყნად მიიჩნევა რეგიონში (აღმოსავლეთ ევროპა და კავკასია) ბალტიის ქვეყნებთან ერთად.

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრი
მაისი 2013
კვორსაოთხუპაშა
 123
5691011
1218
19202122232425
262728293031 

რუსული აგრესია

ტალიავინის მასალები

ად უფლებები

GUAM