|
საქართველო ახორციელებს ლიბერალურ სავაჭრო პოლიტიკას, რაც ხასიათდება:
საბაჟო გადასახადები დაწესებულია მხოლოდ ზოგიერთი სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე და სამშენებლო მასალებზე. დღეისათვის, საქაღთველო იმპორტზე დაბალი ტარიფების მიხედვით, მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს (0%, 5% , 12%).
საქართველოს არ გააჩნია რაოდენობრივი შეზღუდვები (კვოტები, ან სატარიფო კვოტები).
ადგილობრივი და იმპორტირებული პროდუქცია იდეგრება თანაბარი სააქციზო გადასახადითა და დღგ-თი. დღგ-ის განაკვეთი შეადგენს დასაბეგრი ბრუნვის ან საქონლის იმპორტის თანხის 18%. • იმპორტისათვის/ექსპორტისათვის საჭირო ლიცენზიების რაოდენობის მკვეთრი შემცირებით მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები, რადიოაქტიული ნივთიერებები, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები და სამრეწველო ნარჩენი და სასოფლო-სამეურნეო ქიმიური პრეპარატების გარკვეული სახეობა ექვემდებარება იმპორტის/ექსპორტის ლიცენზირებას. 2005 წლიდან ნებართვების რაოდენობა საიმპორტო და საექსპორტო პროდუქციით ვაჭრობასთან დაკავშირებით 14 ძირითადი ჯგუფიდან 8 ჯგუფამდე შემცირდა.
2000 წლიდან საქართველო არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციიის (WTO) წევრი, რაც გულისხმობს "უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით" (MFN) სარგებლობას WTO-ს 153 წევრ ქვეყანასთან. ვმო-ს ფარგლებში საქართველო ასევე შეუერთდა მრავალმხრივ შეთანხმებებს, როგორიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიების და სამოქალაქო ავიაციის შესახებ შეთანხმებები და სხვა მრავალ სექტორალურ ინიციატივებს.
საქართველო სარგებლობს GSP სისტემით აშშ-სთან, კანადასთან, შვეიცარიასთან, ნორვეგიასთან და იაპონიასთან.
2005 წლის ივლისში საქართველო გახდა მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი იმ 15 ქვეყანათაგან, რომელიც სარგებლობს GSP-ის ახალი სქემის (EU GSP+) ბენეფიციებით. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოდან ექსპორტის ხელშეწყობის თვალსაზრისით. "GSP+"-ის ბენეფიციარის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველო სარგებლობს უფლებით ევროკავშირში უბაჟოდ შეიტანოს 7200 სახეობის პროდუქცია.
საქართველოს გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, უკრაინასთან, რუსეთთან, მოლდოვასთან, თურქმენეთთან, უზბეკეთთან, ყაზახეთთან, ბელარუსთან, ტაჯიკეთთან და ყირგიზეთთან.
|
|













