JavaScript Menu, DHTML Menu Powered By Milonic
პოლიტიკა
დიპლომატიური სამსახური
საგარეო ურთიერთობები
განცხადებები და კომენტარები
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
პრეს–ცენტრი
ანონსი
ვაკანსიები
 
04.06.2013
არქივი

ცხელი ხაზი

Share

ეკონომიკური რეფორმები

 

2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოს მთავრობა ატარებს რადიკალური და შეუქცევადი რეფორმების კურსს. ქვეყანაში ხელსაყრელი ბიზნეს-გარემოს შექმნა არის ამ პოლიტიკის ძირითადი მიზანი. ეკონომიკური რეფორმები განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით:

 

ინსტიტუციური რეფორმები

საქართველოს მთავრობის სტრატეგია მიზნად ისახავს დემოკრატიული პრინციპების დაცვით
ეფექტიანი, პროფესიონალური, და გამჭვირვალე საჯარო მომსახურების სისტემის ჩამოყალიბებას

 

ანტიკორუფციული ღონისძიებები

კორუფციასთან ბრძოლა საქართველოს მთავრობის ერთერთ ყველაზე მთავარ მიზანს წარმოადგენს. ქვეყანაში გატარებული ანტიკორუფციული ღონისძიებები გამიზნულია ძალოვანი და სასამართლო სისტემების, ისევე როგორც ფისკალური, ადმინისტრაციული და საჯარო მომსახურების სექტორების გარდაქმნაზე.

2005 წელს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ შეიმუშავა ქვეყნის ეროვნული ანტი-კორუფციული სტრატეგია. სტრატეგია მიზნად ისახავს ეფექტური სახელმწიფო მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, სამართლებრივი და სამოქალაქო ღონისძიებების გატარებას კორუფციის წინააღმდეგ და მთავრობაში კორუფციული სისტემის ფორმირებისაგან თავის დაზღვევას.

ახლო წარსულში გატარებულმა ანტიკორუფციულმა ქმედებებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ფისკალური ადმინისტრირება და შეამცირა ქვეყნის ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები.

 

  • მსოფლიო ბანკმა თავის ანგარიშში "ანტიკორუფცია გარდამავალ პერიოდში-3" (ACT3) საქართველოს, 2006 წელს ანტიკორუფციული ქმედებების განხორციელების მხრივ, მიანიჭა პირველი ადგილი.
  • მსოფლიო ბანკისა და EBRD-ის ანგარიშების თანახმად, 2002-2005 წწ. იმ ფირმების რიცხვი, რომლებიც საქართველოში კორუფციას მიიჩნევდნენ თავიანთი საქმიანობის მთავარ შემაფარხებელ გარემოდ, 60 პროცენტიდან 39 პროცენტამდე შემცირდა, ხოლო იმ ფირმების რიცხვი, რომლებიც ქრთამს იხდიდნენ გადასახადების ამოღებისას 44 პროცენტიდან 11 პროცენტამდე.
  • ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 2007 წლის მაჩვენებლებით საქართველოს მიენიჭა კორუფციის მაკონტროლებელი ქვეყნის სტატუსი.
  • საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის 2007 წლის თებერვლის გამოკითხვით, საქართველოს მოსახლეობის გამოკითხულთა 95%-ის განცხადებით, მათ სახელმწიფო და კომუნალური მომსახურებისათვის ბოლო 12 თვის განმავლობაში ქრთამი არ გადაუხდიათ.

 

ლიბერალური ეკონომიკური რეფორმები

კერძო მეწარმეობის განვითარება ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნის მეშვეობით საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს. ეკონომიკური რეფორმები გამიზნულია ეკონომიკურ განვითარებაზე, ლიბერალიზაციაზე და კერძო სექტორის განვითარებაზე. მთავრობამ ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით:

 

გადასახადების შემცირება

2005 წელს ძალაში შევიდა ახალი საგადასახადო კოდექსი რომლის მიხედვითაც გადასახადების მოცულობა საგრძნობლად, ხოლო რაოდენობა კი სამმაგად შემცირდა, ნაკლები ლიცენზიები და ნებართვები ბიზნესის საწარმოოდ ბიზნესის საწარმოებლად აუცილებელი ლიცენზიებისა და ნებართვების ოდენობა 84%-ით შემცირდა, გამარტივდა და თავი მოეყარა ერთ სტრუქტურაში (ერთი სარკმლის პრინციპი) ბიზნეს სექტორის სასარგებლოდ.

 

გაუმჯობესებული ტექნიკური რეგულირების სისტემა

ტექნიკური რეგულირების სისტემამ რეფორმა განიცადა, რათა გზა დაეთმო ნებაყოფლობითი სტანდარტების სისტემისათვის და შემცირებულიყო სახელმწიფოს ინტერვენცია ამ სფეროში. ახალი კანონმდებლობა ამ სფეროში საშუალებას იძლევა შემოღებულ იქნეს საერთაშორისო სტანდარტების ტექნიკური დადგენილებები ექსპორტისა და იმპორტის პროცედურების გასამარტივებლად.

 

შემცირებული სახელმწიფო ინტერვენცია

დერეგულაციის პოლიტიკამ მნიშვნელოვნად შეამცირა სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი სფეროები და გაამარტივა პროცედურები.

 

აგრესიული პრივატიზაციის პოლიტიკა

სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია პროგრესირებს, რაც კერძო სექტორის ზრდას და განვითარებას უწყობს ხელს.

 

საბაჟო რეფორმები

შემუშავდა ახალი საბაჟო კოდექსი, რომლის ამოქმედებითაც მნიშვნელოვნად გამარტივდება საბაჟო ადმინისტრაციული პროცედურები.

 

ნაკლები გადასახადები იმპორტზე 2006-ში და გათავისუფლება საიმპორტო გადასახადებისგან 2008-ში

იმპორტზე გადასახადების სისტემა რეფორმას განიცდის. ამ მიმიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, როდესაც ძალაში შევიდა საქართველოს კანონი "საბაჟო ტარიფის შესახებ".

ახალი კანონი ითვალისწინებს საბაჟო ტარიფის განაკვეთების შემცირებას 0%, 5% და 12%-მდე, ნაცვლად 2006 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი 16 სატარიფო განაკვეთისა (0%, 4%, 5%, 6%, 7%, 8%, 10%, 12%, 14%, 15%, 16%, 17%, 18%, 20%, 25%, 30%). იგი აგრეთვე გულისხმობს საქართველოს საბაჟო გადასახადების სისტემის შემდგომ ლიბერალიზაციას და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის საქონლის აღწერისა და კოდირების 2002 წლის ჰარმონიზებულ სისტემაზე გადასვლას.

ახალი კანონის ამოქმედება მიზნად ისახავს ვაჭრობის სფეროს ლიბერალიზაციის მეშვეობით საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.
საქართველოს კანონის "საბაჟო ტარიფის შესახებ" მიხედვით, დღემდე არსებული საბაჟო ტარიფები, რომლებიც მერყეობდნენ 12-30%-მდე დაყვანილ იქნა 12%-ზე, 5-12%-მდე - 5%-ზე, ხოლო 0-5%-მდე - დღეისათვიოს იბეგრება 0-ანი განაკვეთით.

აღსანიშნავია, რომ, ახალი კანონის მიხედვით, სამშენებლო მასალის გარდა, საქართველოში შემოსული ყველა სახის ნედლეული და მანქანა დანადგარი საბაჟო გადასახადისაგან საერთოდ თავისუფლდება.

დღეისათვის საქართველო დაბალი საბაჟო ტარიფებით მსოფლიოში მეორე ადგილზე იმყოფება. 2007 წლისათვის საქართველოს მთავრობის მიერ იგეგმება დღეისათვის მოქმედი საბაჟო ტარიფების ეტაპობრივი შემცირება, ხოლო 2008 წლისათვის საქართველოში იმპორტირებული ყველა სახის პროდუქცია სავარაუდოდ საერთოდ განთავისუფლდება საბაჟო ტარიფებისაგან.

 

ბმულები:

www.investingeorgia.org
www.investmentguide.ge

საგარეო საქმეთა მინისტრი
FACEBOOK
ივნისი 2013
კვორსაოთხუპაშა
 1
28
91315
161819202122
23242526272829
30 

რუსული აგრესია

ტალიავინის მასალები

ად უფლებები

GUAM