JavaScript Menu, DHTML Menu Powered By Milonic

პოლიტიკა
დიპლომატიური სამსახური
საგარეო ურთიერთობები
განცხადებები და კომენტარები
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
პრეს–ცენტრი
ანონსი
ვაკანსიები
 
05.04.2013
არქივი

ცხელი ხაზი

ინფორმაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების რეგისტრაციის ახალი წესების ძალაში შესვლის შესახებ

მ.წ. 1 აპრილიდან, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ძალაში შევიდა უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების რეგისტრაციის ახალი წესები.

განთავსების თარიღი: 05.04.2013
ინფორმაცია თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისათვის

თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის მსურველი უცხო ქვეყნების, მათ შორის  საქართველოს  მოქალაქეებისათვის,  რომლებიც  საზღვრის  გადაკვეთისას წარმოადგენენ მოქმედ პასპორტს ან პასპორტის შემცვლელ დოკუმენტს, სადაც არ არის დარჩენილი ცარიელი გვერდები, მათთვის მომზადდება ერთჯერადი „შესვლა-გასვლის" ფორმა, სადაც მოხდება შესვლა-გასვლის ბეჭდის დასმა,   სავიზო სტიკერის ჩაკვრა და მისი დამოწმება. ზემოაღნიშნული ფორმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ თურქეთის  რესპუბლიკის  ტერიტორიაზე  ყოფნის  განმავლობაში  და  თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვებისას, წარუდგინონ იგი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თანამშრომლებს.

განთავსების თარიღი: 12.12.2012
ინფორმაცია ბელარუსის რესპუბლიკაში აკრედიტირებული უცხოელი დიპლომატების სტუმართათვის რეგისტრაციისათვის განკუთვნილი გადასახადის გაუქმების შესახებ

ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის 2010 წლის 30 ივლისის №18-22/16938 ნოტაზე დაყრდნობით, ბელარუსის რესპუბლიკამ სარეგისტრაციო გადასახადისაგან გაანთავისუფლა ბელარუსის რესპუბლიკაში დროებით მყოფი ის უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც სტუმრად იმყოფებიან ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებისა და ორგანოების მეთაურებთან ან თანამშრომლებთან.

განთავსების თარიღი: 05.10.2012
ინფორმაცია 2012 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების შესახებ

2012 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ შექმნილია 45 საარჩევნო უბანი. ცესკო–ს ცნობით, არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნება საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ 42 613 საქართველოს მოქალაქეს.

განთავსების თარიღი: 14.09.2012
ინფორმაცია ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისათვის

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მიუმხრობლობის მოძრაობის წევრი ქვეყნების მეთაურთა მე-16 სამიტის ჩატარებისა და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღების აუცილებლობიდან გამომდინარე, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი ორდინალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისათვის,უვიზო რეჟიმი, 2012 წლის 5 აგვისტოდან 2012 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, დროებით შეჩერდება.

განთავსების თარიღი: 03.08.2012
ინფორმაცია უკრაინაში სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისათვის

2011 წლის 25 დეკემბერს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ" უკრაინის კანონის ძალაში შესვლამდე, უცხოელი სტუდენტების უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა/გასვლა ხორციელდებოდა მათ პასპორტში „უცხოელების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის, გასვლის და ტრანზიტულად გადაადგილების წესის" მესამე დანართით გათვალისწინებული სწავლების შესახებ ბეჭდის საფუძველზე.

განთავსების თარიღი: 16.07.2012
ინფორმაცია სლოვაკეთის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

2012 წლის 1 ივნისიდან, სლოვაკეთის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველმა საქართველოს მოქალაქემ მოკლევადიანი (90 დღემდე მოქმედების ვადით) "A" და "C" კატეგორიების ვიზების მისაღებად უნდა მიმართოს ქ.თბილისში არსებულ ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს.

განთავსების თარიღი: 01.06.2012
საგარეო საქმეთა მინისტრი
FACEBOOK
მაისი 2013
კვორსაოთხუპაშა
 123
5691011
1218
1925
262728293031 

რუსული აგრესია

ტალიავინის მასალები

ად უფლებები

GUAM