JavaScript Menu, DHTML Menu Powered By Milonic

პოლიტიკა
დიპლომატიური სამსახური
საგარეო ურთიერთობები
განცხადებები და კომენტარები
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
პრეს–ცენტრი
ანონსი
ვაკანსიები
 
05.04.2013
არქივი

ცხელი ხაზი

Share ამოსაბეჭდი ვერსია

პოლონეთში მყოფი უცხოელი ტურისტებისთვის ამოქმედდა საინფორმაციო აქცია - ''უსაფრთხოების ტელეფონი'' (Telefon Bezpieczeństwa)

 

პოლონეთის რესპუბლიკის სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2012 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა საინფორმაციო აქცია -"უსაფრთხოების ტელეფონი" (Telefon Bezpieczeństwa), რომელიც განკუთვნილია უცხოელი სტუმრებისთვის. კერძოდ, "უსაფრთხოების ტელეფონის" მთავარ მიზანს წარმოადგენს პოლონეთში მყოფ უცხოელ ტურისტთა უსაფრთხოების გაუმჯობესება, მოულოდნელ კრიზისულ სიტუაციებში (როგორიცაა, მაგალითად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, დოკუმენტების დაკარგვა, გაქურდვა და ა.შ.) მათი შესაბამისი ინფორმაციით უზრუნველყოფისა და დახმარების გზით.

"უსაფრთხოების ტელეფონი" ჩაერთო ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის - „UEFA EURO 2012" - პერიოდში ამოქმედებულ უსაფრთხოების სისტემაშიც.

ტურისტებს შეეძლებათ ისარგებლონ უფასო საინფორმაციო ხაზით: 0 800 200 300 (სტაციონარული ტელეფონებისთვის) და ასევე, ფასიანი (ტარიფები ქსელთა ოპერატორების ფასების შესაბამისად) მობილური ტელეფონის ხაზით: + 48 608 599 999.

საინფორმაციო ხაზი - "უსაფრთხოების ტელეფონი" მიმდინარე წლის 15 მაისიდან 31 მაისამდე ფუნქციონირებს 10:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე. ამ პერიოდში საინფორმაციო ხაზს ოპერატორები ემსახურებიან სამ ენაზე: ინგლისურად, გერმანულად და რუსულად.

უშუალოდ "UEFA EURO 2012" მატჩების მსვლელობის პერიოდში, მ/წლის 1 ივნისიდან 3 ივლისამდე, "უსაფრთხოების ტელეფონის" ოპერატორები იმორიგევებენ 24 საათის განმავლობაში და განაცხადების მიღება მოხდება დამატებით ესპანურ და იტალიურ ენებზე.

ჩემპიონატის დასრულების შედეგ საინფორმაციო ხაზი დაუბრუნდება ჩვეული ფუნქციონირების გრაფიკს: 4 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ოპერატორები  მომხმარებელს მოემსახურებიან 10:00-22:00 სთ-ს შუალედებში და ინფორმაციას გასცემენ ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრი
FACEBOOK
მაისი 2013
კვორსაოთხუპაშა
 123
5691011
1218
1925
262728293031 

რუსული აგრესია

ტალიავინის მასალები

ად უფლებები

GUAM