JavaScript Menu, DHTML Menu Powered By Milonic
პოლიტიკა
დიპლომატიური სამსახური
საგარეო ურთიერთობები
ორმხრივი ურთიერთობები
მრავალმხრივი ურთიერთობები
საერთაშორისო ხელშეკრულებები
განცხადებები და კომენტარები
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
პრეს–ცენტრი
საჯარო ინფორმაცია
ვაკანსიები
ამბასადორიალი
 
11.07.2014
არქივი

ad_uf

ცხელი ხაზი

annual2013

dipl

Share ამოსაბეჭდი ვერსია

ურთიერთობები საქართველოსა და კანადას შორის

 

Canada

Canada

 

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები კანადასთან დამყარდა 1992 წლის 23 ივლისს

2011 წლის მაისში ქ. ოტავაში გაიხსნა საქართველოს საელჩო.

 

კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები

ალექსანდრე ლაცაბიძე (2012 წლის ივლისიდან- დღემდე)

ლევან მეტრეველი ( 2011 - 2012 წ.წ.)

ბათუ ქუთელია (2009 წლიდან - 2011), (რეზიდენციით ქ. ვაშინგტონი, აშშ),

ვასილ სიხარულიძე (თებერვალი, 2006 - 2009), (რეზიდენციით ქ. ვაშინგტონი, აშშ),

ლევან მიქელაძე (ივნისი, 2002 - იანვარი, 2006), (რეზიდენციით ქ. ვაშინგტონი, აშშ),

თედო ჯაფარიძე (ივლისი, 1994 - მარტი, 2002), (რეზიდენციით ქ. ვაშინგტონი, აშშ).

 

საქართველოში კანადის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები (რეზიდენციით . ანკარა, თურქეთის რესპუბლიკა):

ჯონ ჰოლმსი ( 2012 წლის აპრილიდან-დღემდე)

მარკ ბეილი (2008 - 2012),

ივ ბროდო (2005 - 2008წწ.),

მაიკლ ლეირი (2002 - 2005წ.წ.),

ჟან-მარკ დუვალი (1999 - 2002წ.წ.),

მაიკლ მეისი (1996 - 1999 წ.წ.),

პეტერ ჰენკოკი (1993-1996წ.წ.).

 

თანამშრომლობის სფეროები

კანადა ტრადიციულად არის საქართველოს მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფო. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობების განვითარებასა და თანამშრომლობას კანადასთან, რომელიც არის ნატო-სა და დიდი რვიანის წევრი ქვეყანა და რომლის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს მსოფლიოში დემოკრატიის განვითარება. საქართველო და კანადა აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო) ფარგლებში. კანადა მხარს უჭერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 2009 წლიდან რეგულარულად იმართება ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და კანადას შორის.

სავაჭრო ბრუნვა:

წელი

ექსპორტი (მლნ)

 

იმპორტი (მლნ)

2003

0.20

1,4

2004

3,7

4,3

2005

35,6

7,1

2006

48,8

14,3

2007

70,6

12,3

2008

131,8

17,9

2009

117,2

14,2

2010

86,6

17,7

2011

114,8

15,0

2012

104, 6

19,1

 

საკონსულო საკითხები:

საქართველოში კანადის საპატიო კონსულად 2011 წლის აგვისტოში დაინიშნა ბატონი კლიფორდ სტენლი აიზეკი.
საქართველოში კანადის საპატიო კონსულის ოფისი მოქმედებს 2011 წლის აგვისტოდან.
კანადელ მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ დარჩენის 360 დღის ვადა აქვთ.
საქართველოს მოქალაქეებისათვის კანადის ვიზა გაიცემა ქ. ანკარაში, თურქეთი.

ეკონომიკური თანამშრომლობა

დახმარების პროგრამები

CIDA-ს (კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ფარგლებში 2003-2004 წლებში საქართველოში კანადის ოფიციალური დახმარების პროგრამის განვითარებამ შეადგინა 4,38 მილიონი აშშ დოლარი, 2006-2007 წლებში - 1,9 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო 2007-2008 წლებში 2,44 მილიონი აშშ დოლარი.

საქართველო-რუსეთს შორის ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით კანადის მთავრობამ კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით გამოყო 3 მილიონი კანადური დოლარი.

მნიშვნელოვანი ვიზიტები საქართველოს მხრიდან:

2007 წლის 14-20 თებერვალი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ვიზიტი კანადაში.
2010 წლის 22-23 მარტი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ვიზიტი კანადაში.
2010 წლის 26-30 ივლისი- სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის ვიზიტი (Toronto)
2010 წლის 18-21 ნოემბერი- სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის ვიზიტი ტორონტოში (GOURMET FOOD & WINE EXPO)
2011 წლის 17-18 ოქტომბერი- საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ნიკა გიალურის ვიზიტი ქ. ოტავაში.
2011 წლის 17-20 ნოემბერი- სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაზა გოროზიას სამუშაო ვიზიტი კანადაში. (GOURMET FOOD & WINE EXPO)

კანადის მხრიდან:

2002 წლის 13-15 ნოემბერი - კანადის სახელმწიფო მდივნის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საკითხებში, გარ კნუტსონის ვიზიტი საქართველოში.
2008 წლის 31 აგვისტო - საგარეო ურთიერთობათა და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში კანადის სახელმწიფო მდივნის ჰელენა გურგისის ვიზიტი საქართველოში.

უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრები:

2010 წლის 19-21 ნოემბერი ნატოს ლისაბონის სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და კანადის პრემიერ-მინისტრის სტივენ ჰარპერის ორმხრივი შეხვედრა.
2010 წლის 2-4 ივლისი ქ. კრაკოვში გამართული „დემოკრატიული თანამეგობრობის" დაარსების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძისა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის ლორენს კენონის ორმხრივი შეხვედრა.
2011 წლის 17-18 ოქტომბერი ქ. ოტავაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ბატონი ნიკა გილაურისა და კანადის პრემიერ-მინისტრის სტივენ ჰარპერის, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯონ ბერდის, კანადის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის სპიკერის ორმხრივი შეხვედრები. 

 

ბმული:

კანადის საელჩო თურქეთში

www.geo.international.gc.ca/canada-europa/turkey/

კანადის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტი

www.international.gc.ca

კანადის პრემიერ მინსიტრის ოფისი

www.pm.gc.ca

კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (CIDA)

www.acdi-cida.gc.ca/index-e.htm

ვაჭრობა:

1997 წლიდან საქართველოს საექსპორტო პროდუქციაზე ვრცელდება პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმი (GSP). კანადასთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 2010 წელს შეადგინა 104,4 მილიონი აშშ დოლარი.

სამართლებრივი ბაზა:

კანადასა და საქართველოს შორის არ არის გაფორმებული ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებები.

ძალაშია

1. "დეკლარაცია მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და კანადის მთავრობას შორის". ხელმოწერილია ქ. ოტავაში 10.03.1994. ძალაშია ხელმოწერის დღიდან - 10.03.1994

 

კანადაში საქართველოს საელჩოს მისამართი:

150 Metcalfe Street Suite N 2101 Ottawa,ON K2P 1P1

ottawa.emb@mfa.gov.ge

 

 

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრი
FACEBOOK
სექტემბერი 2014
კვორსაოთხუპაშა
23456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

olimp

რუსული აგრესია

dip gzamkvl

traff

GUAM

unesco

კონკურსი