|
წინასწარი მონაცემებით 2008 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის მაჩვენებელმა 2,3 პროცენტი შეადგინა. 2008 წელს ქვეყნის მშპ-მ საბაზრო ფასებში შეადგინა 19 070 მილიონი ლარი (12 797 მილიონი აშშ დოლარი). მშპ ერთ სულ მოსახლეზე 4 352 ლარი იყო (2 920 აშშ დოლარი). 2008 წელს ინფლაციის დონემ 5,5 პროცენტი შეადგინა (შედარებისთვის 2007 წელს ინფლაციის დონე იყო _ 11,0 პროცენტი; 2006 წელს _ 8,8 პროცენტი; 2005 წელს _ 6,2 პროცენტი; 2004 წელს _ 7,5 პროცენტი). 2008 წელს პირაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა საქართველოში შეადგინა 1 564 მილიონი აშშ დოლარი. 2008 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7555,8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 17,2 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1497,7 მილიონი აშშ დოლარია (ზრდა 21,5 პროცენტი), იმპორტი კი 6058,1 მილიონი აშშ დოლარი (ზრდა 16,2 პროცენტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4560,4 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. იმპორტის ექსპორტით გადაფარვის კოეფიციენტმა 24.7 პროცენტი შეადგინა (იხ. დანართი). წინასწარი მონაცემებით 2009 წელს ქვეყნის მშპ-ს კლების მაჩვენებელმა შეადგინა 3,9%. მშპ-მ საბაზრო ფასებში შეადგინა 17,9 მლრდ. ლარი (10,7 მლრდ. აშშ დოლარი). მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2921 ლარი იყო (2450 აშშ დოლარი). 2009 წელს ინფლაციის დონემ 3.0 პროცენტი შეადგინა (შედარებისთვის 2008 წელს ინფლაციის დონე იყო - 5,5 პროცენტი; 2007 წელს ინფლაციის დონე იყო _ 11,0 პროცენტი; 2006 წელს _ 8,8 პროცენტი; 2005 წელს _ 6,2 პროცენტი). წინასწარი მონაცემებით 2009 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა საქართველოში შეადგინდა 759.1 მილიონი აშშ დოლარი. 2009 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5513,3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 29,3 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 1135,0 მილიონი აშშ დოლარია (შესაბამისად 24,1 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი კი 4378,3 მილიონი აშშ დოლარი (30,6 პროცენტით ნაკლები). 2009 წელს საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 3243,4 მილიონი აშშ დოლარია (შესაბამისად 30,6 პროცენტით ნაკლები). იმპორტის ექსპორტით გადაფარვის კოეფიციენტმა 25,9 პროცენტი შეადგინა. წინასწარი მონაცემებით 2010 წლის I კვარტალში ქვეყნის მშპ-ს ზრდის მაჩვენებელმა შეადგინა 4,5%. მშპ-მ საბაზრო ფასებში შეადგინა 4,2 მლრდ. ლარი (2,5 მლრდ. აშშ დოლარი). მშპ ერთ სულ მოსახლეზე 959 ლარი იყო (557 აშშ დოლარი). წინასწარი მონაცემებით 2010 წლის I კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა საქართველოში შეადგინდა 75.7 მილიონი აშშ დოლარი. 2010 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1359,0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 15,0 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 339,0 მილიონი აშშ დოლარია (შესაბამისად წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 55,0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი კი 1020,0 მილიონი აშშ დოლარი (შესაბამისად წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 6,0 პროცენტით მეტი). 2010 წლის იანვარ-მარტში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 681,1 მილიონი აშშ დოლარია (შესაბამისად წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 9,0 პროცენტით ნაკლები). იმპორტის ექსპორტით გადაფარვის კოეფიციენტმა 33,2 პროცენტი შეადგინა.
ცხრილი 1. ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები, (2006 - 2010 იანვარი-მარტი)
მიმაგრებული დოკუმენტები: |
|










