learning_abroad.jpg

თანამედროვე, დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის საქმეში უდიდესი მნიშვნელობა თანამედროვე განათლების მიღებასა და მსოფლიო გამოცდილების გაზიარებას ენიჭება. საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა მხარდასაჭერად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო გვერდი შეიქმნა. აქ თავმოყრილია ინფორმაცია იმ სასტიპენდიო პროგრამების შესახებ, რომელთა ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე.

 

სტუდენტების ესსეების კონკურსი აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალზე

პოლონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროების ორგანიზებით გამოცხადდა სტუდენტების ესსეების კონკურსი აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალზე.

ვის შეუძლია მონაწილეობა? - ყველა სტუდენტს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების უნივერსიტეტებიდან

სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ერთ-ერთის მოქალაქეობა
ნამუშევრების ენა - ინგლისური

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში ნამუშევრები იგზავნება ამ ქვეყნებში ლიეტუვის საელჩოების ელ-ფოსტებზე (საქართველოში ლიეტუვის საელჩოს ელ.ფოსტის მისამართი: amb.ge@urm.lt)

ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა  2019 წლის 5 აპრილი

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://www.gov.pl/web/diplomacy/eap10