დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი 1990 წელს, ვენის დიპლომატიური აკადემია 1994 წელს.
1983-1985წწ. იყო საქართველოს ტელერადიო დეპარტამენტის რეჟისორის ასიტენტი;
1985-1987წწ. გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური;
1990-1993წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კონსულტანტი, კულტურულ-ჰუმანიტარულ ურთიერთობათა განყოფილების უფროსი და სამმართველოს უფროსი;
2000-2002წწ. ვიცე-კონსული (ათენი, 1995-2000); საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ეუთოს სამმართველოს უფროსი;
2002-2004წწ. საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და დირექტორი;
2004-2006წწ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
2006 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში;
2011-2015წწ. საგანგებო დავალებათა ელჩი, შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
2016-2017წწ. კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.