Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

ილია დარჩიაშვილმა დანიელ პარლამენტარებთან შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრი დანიის სამეფოს პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიქაელ ოსტრუპ იენსენს და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნილს ფლემინგ ჰანსენს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს და დანიის სამეფოს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ კავშირებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხს და ქვეყნისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციას. 

ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე, რომელიც ქართულმა მხარემ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად გაატარა. მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დანიის სამეფოს პოზიციას, საპარლამენტო დონეზე მხარდაჭერის მობილიზების მნიშვნელობას და უშუალოდ დეპუტატების ჩართულობასა და როლს ამ პროცესში. 

ილია დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ, წლის ბოლოს, საქართველო ელოდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რაც ახალ ეტაპზე გადაიყვანს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობას. დადებითად შეფასდა, 2022 წელს, დანიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ვიზიტი, ასევე, 2023 წელს განხორციელებული, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტების ვიზიტები.

აღინიშნა დანიის პარლამენტის ორგანიზებით ჩატარებული კონფერენცია, რომელიც შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას მიეძღვნა.

შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე, განიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ამ კონტექსტში განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა.
ილია დარჩიაშვილი 2023 წლის 16 ნოემბერს დანიის სამეფოში ვიზიტით იმყოფება.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები