Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ქართველი და ისრაელელი ხალხის ისტორიული მეგობრობა, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და მრავალგანზომილებიან  თანამშრომლობას ეფუძნება.

საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში  უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარებას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მნიშვნელობაზე.

მხარეებმა განიხილეს ნაყოფიერი ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ტურიზმი, კულტურა,  სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება.

ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე საუბრისას  აღინიშნა, რომ საქართველოს ვიზიტორ ქვეყნებს შორის,  ისრაელი ერთ-ერთი მოწინავეა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები