საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებთან

2017 წლის 22 ნოემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე შეხვდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლებს -  ტიტუს კორლატეანს და შერსტინ ლუნდგრენს.


ზურაბ პოლოლიკაშვილმა მაკედონიასთან მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

22.11.2017 - ​ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის არჩეული გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი მაკედონიის ეკონომიკის მინისტრს კრეშნიკ ბეკტეშის შეხვდა.  


საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ახალი ზელანდიის გენერალ-გუბერნატორს

21.11.2017 ახალი ზელანდია - ახალ ზელანდიაში  (რეზიდენციით ავსტრალია) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი დოლიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ახალი ზელანდიის გენერალ-გუბერნატორს, მის აღმატებულება პატსი რედის.   


საქართველოსა და სერბეთის ვიცე-პრემიერებმა ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს

20.11.2017 ქ. თბილისი -2017 წლის 20 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა საქართველოში ვიზიტით მყოფ სერბეთის ვიცე-პრემიერთან, ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრთან, რასიმ ლაიაჩთან და საჯარო ადმინისტრაციისა და ადგილობრი...


მრგვალი მაგიდა - დისკუსია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან

20.11.2017 ქ. თბილისი -2017 წლის 20 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა - დისკუსია ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის. 


შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან

​20.11.2017 ქ. თბილისი -2017 წლის 20 ნოემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ...


ლონდონში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ კონფერენცია გაიმართა

20.11.2017 ლონდონი -  ევროპის განვითრებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) სათავო ოფისში  საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ კონფერენცია“ OUTLOOK ON GEORGIA 2017“ ჩატარდა.