მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის დელეგაციას შეხვდა
2026 წლის 5 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ყოფილ ელჩს, მარკ კლეიტონს და თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.
