საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ ჩეხეთისა და სლოვაკეთის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

19.10.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოში ჩეხეთისა და სლოვაკეთის საელჩოების მიე ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა ჩეხეთისა და სლოვაკეთის ჩეხოსლოვაკიის სახით  დაფუძნების  100 წლისთავს.


ევროკავშირი საქართველოში Erasmus+ პროგრამისთვის დამატებით 6 მილიონ ევროს გამოყოფს

18.10.2018 ქ.თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა Erasmus+ ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.


საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა

19.10.2018 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარ...


საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წარმომადგენლებთან ეკონომიკური დიპლომატიის პრიორიტეტებზე ისაუბრა

19.10.2018 ქ.თბილისი- საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს დირექტორთა საბჭოს და წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან.   


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ ვენის მიგრაციის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

19.10.2018 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ მონაწილეობა მიიღო ვენის მიგრაციის კონფერენციაში თემაზე: „კრიზისების მართვიდან მომავალი მმართველობისკენ“.


ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 45-ე რაუნდის შესახებ იმსჯელეს

2018 წლის 18 ოქტომბერს, ვენაში, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 45-ე რაუნდი იქნა განხილული. ქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს მუდმივ საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე წლის 9-10 ოქტომბერს გამართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ბოლო რაუნდის შესახებ.


საქართველოს ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით ეწვევა

2018 წლის 21-24 ოქტომბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი, პოლ რიჩარდ გალაჰერი.