საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა უკრაინის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან

2015 წლის 2 სექტემბერს მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძემ გამართა შეხვედრა უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია „უკრაინელ რეფორმატორთა გუნდის“ წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან საქართველოს სტრუქტურების ფუნქციონირების გაცნობის, რეფორმებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების მიზნით.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ბ-ნ დავით დონდუას საანგარიშო მოხსენება ამბასადორიალის გახსნაზე

ყოველწლიური ამბასადორიალი საქართველოს დიპლომატიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლებს შევაფასოთ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და ჩამოვაყალიბოთ სამომავლო პრიორიტეტები.


ამბასადორიალი 2015-ის მონაწილეებმა სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების „ამბასადორიალი 2015“-ის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს სამინისტროს ხელმძღვან...


2-4 სექტემბერს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა - ამბასადორიალი-2015 გაიმართება.

2 სექტემბერს ამბასადორიალი ოფიციალურად გაიხსნება, ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მიმართავენ. ამბასადორიალის გახსნის ცერემონიას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აკრედიტებული...


ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველო დატოვა. ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის დასასრულს ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა გააცილეს.