საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე 2024 წლის 3 დეკემბრიდან.
გიორგი ზურაბაშვილი დაიბადა 1967 წლის 19 მაისს, ქ. თბილისში, საქართველო.
2024 - დღემდე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი
2019 - 2024 - ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
2014 - 2019 - ირლანდიაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
2013 - 2014 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი
2012 – 2013 - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი "საქართველო" - ს აღმასრულებელი დირექტორი
2005 – 2012 - საქართველოს მთავრობის კანცელარიის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი
2002 - 2003 - საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
1996 – 2002 - საქართველოს მთავრობის კანცელარიაში სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე
1993 – 1996 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობა
1992 – 1993 - სახელმწიფო მეთაურის კაბინეტთან არსებული საერთაშორისო ჰუმანიტარული კომისიის წევრი
1989 წელს, გიორგი ზურაბაშვილმა დაამთავრა თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი სპეციალობით ინგლისური და ესპანური ენები.
2021 წელს მიენიაჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.არის ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ბაკალავრი ენათმეცნიერებაში.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.