Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა

ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა

2026 წლის 16 ოქტომბერს, საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, ტალგატ ადუოვმა რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს.

მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს იგნასიო კასისს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს იგნასიო კასისს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, იგნასიო კასისთან, რომელიც პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. 

საქართველოსა და კენიის რესპუბლიკას შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

საქართველოსა და კენიის რესპუბლიკას შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

საქართველოსა და კენიის რესპუბლიკას შორის გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი, რომელსაც ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე,  ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო კენიის მხრიდან - კენიის რესპუბლიკის საგარეო და დიასპორის საქმეთა სამინისტროს საგარეო საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მდივანი, აბრაჰამ კორირ სინგ’ოეი. 

მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში "Raisina Middle East“

მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში "Raisina Middle East“

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქ. აბუ-დაბიში, გამართულ კონფერენციაში "Raisina Middle East“, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების და ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის - Observer Research Foundation-ის ორგანიზებით გაიმართა.

მაკა ბოჭორიშვილი ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ქ. აბუ-დაბიში, საერთაშორისო კონფერენციის "Raisina Middle East" ფარგლებში, ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, დოქტორ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა.

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ამოცანაა ნდობასა და საიმედოობაზე დაფუძნებული პარტნიორობის ჩამოყალიბება

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ამოცანაა ნდობასა და საიმედოობაზე დაფუძნებული პარტნიორობის ჩამოყალიბება

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქ. აბუ-დაბიში, გამართულ კონფერენციაში "Raisina Middle East“ მიიღო მონაწილეობა. მინისტრი სიტყვით გამოვიდა პანელურ დისკუსიაზე - „მდგრადობა, პარტნიორობა და მომავლის გზა: ყურის რეგიონის სტრატეგიული მომავალი“.

მაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში "Raisina Middle East“ მიიღებს მონაწილეობას

მაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში "Raisina Middle East“ მიიღებს მონაწილეობას

2026 წლის 14-15 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში "Raisina Middle East“, რომელიც ორგანიზებულია არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების და ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის - Observer Research Foundation-ის მიერ. 

გაიმართა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილისა და მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას შეხვედრები საქართველოში ირლანდიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან  კლერ ბროსნანთან.

გაიმართა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილისა და მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას შეხვედრები საქართველოში ირლანდიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კლერ ბროსნანთან.

მხარეებმა განიხილესა საქართველოსა და ირლანდიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და მათი სამომავლო განვითარების პერსპექტივები.

გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, დანგ ჰოანგ გიანგთან

გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, დანგ ჰოანგ გიანგთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა  ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, დანგ ჰოანგ გიანგთან.

ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, ვო თჰი ან სუანი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წწ. სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის შეხვედრა

საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წწ. სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის შეხვედრა

9 ოქტომბერს, თბილისში, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წწ. სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა. ღონისძიება გახსნეს საგარეო საქმეთა  მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, კლაუს ნოიკირხმა.