Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს და ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მე-9 რაუნდი გაიმართა

ქ. ნიუ დელიში, საქართველოს და ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მე-9 რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო ინდოეთის მხრიდან - საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, დასავლეთის მიმართულების ხელმძღვანელი, სიბი ჯორჯი.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო-ლოგისტიკური, ასევე, განათლებისა და კულტურის სფეროებში ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. 

მხარეებმა მიმოიხილეს შავი ზღვისა და ყურის რეგიონში მიმდინარე მოვლენები და მათი გავლენა მსოფლიო ეკონომიკურ და სატრანსპორტო ურთიერთობებზე. საუბარი შეეხო ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობასა და ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება რეგულარული დიალოგი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების ხელშეწყობის მიზნით.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ალექსანდრე ხვთისიაშვილის შეხვედრები ინდოეთის სახმელეთო ტრანსპორტისა და საავტომობილო გზების მინისტრის მოადგილესთან ვ. უმაშანკართან და ინდური ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან. განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების და პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების შესაძლებლობები.

დანართები

    მსგავსი სიახლეები