საქართველოსა და ალბანეთის რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
2023 წლის 2 ოქტომბერს საქართველოსა და ალბანეთის რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ალბანეთის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1993 წლის 8 ივლისს.
ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობები ნაკლებად დინამიურია, თუმცა, აქტიურია საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
გაფორმებულია სამი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს ორი ქვეყნის საგარეო და თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობას, ასევე დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლას.
ამასთან, საქართველოსა და ალბანეთს შორის, თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს იუსტიციის სფეროში წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარება.
2023 წლის 2 ოქტომბერს საქართველოსა და ალბანეთის რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა.