საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპთან, ლეონ XIV-სთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა რომის პაპთან, ლეონ XIV-სთან შეხვედრა გამართა. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მიულოცა მის უწმინდესობას კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად არჩევა და განაცხადა, რომ მისი პონტიფიკატის დასაწყისი მთელი მსოფლიოსთვის მომავლის იმედის, სულიერი განახლებისა და ერთიანობის სიმბოლოა.