საქართველოსა და კენიის რესპუბლიკას შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
საქართველოსა და კენიის რესპუბლიკას შორის გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი, რომელსაც ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო კენიის მხრიდან - კენიის რესპუბლიკის საგარეო და დიასპორის საქმეთა სამინისტროს საგარეო საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მდივანი, აბრაჰამ კორირ სინგ’ოეი.