Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი საქართველოშია

2023 წლის 30 იანვარს, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, ეს გახლავთ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, კარლ ნეჰამერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები