Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

2026 წლის 27 აგვისტოს, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა, ლისე სინოვე ნორდგორდმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.

სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობას და მათი გაღრმავების შესაძლებლობებს.  

ზურაბ დარჩიაშვილმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

დანართები

    მსგავსი სიახლეები