Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ალექსანდრე ხვთისიაშვილი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმისა და სიძველეთა მინისტრს, ემად ჰიჯაზინს შეხვდა

2026 წლის 16 ნოემბერს,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გამართა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმისა და სიძველეთა მინისტრთან, ემად ჰიჯაზინთან.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე. ხაზი გაუსვეს, სხვადასხვა მიმართულებით, კავშირების  გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. 
აღინიშნა, ასევე,  ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის მაქსიმალურად ათვისებისა და  მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის საკითხი.

დანართები

    მსგავსი სიახლეები