Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბათუმში უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბახტიორ საიდოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი. ყურადღება დაეთმო საქართველო-უზბეკეთის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში საქართველოსა და უზბეკეთის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს 23 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბათუმში გაიმართება.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება რეგიონის ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის.

შეხვედრისას მხარეებმა, ასევე, გაცვალეს მოსაზრებები ფართო რეგიონში და გლობალურად მიმდინარე პროცესებზე და დაადასტურეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა.

დანართები

    მსგავსი სიახლეები