2026 წლის 9 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს რეზიდენტ კოორდინატორთან, დიდიე ტღებიუკთან.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაეროს რეზიდენტ- კოორდინატორის ოფისს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. აღინიშნა რეზიდენტ- კოორდინატორის ოფისის საქმიანობის მნიშვნელობა მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობის პროცესში.
მხარეებმა განიხილეს გაეროს დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, მათ შორის, გაეროს გენერალური ასამბლეის “UN80 ინიციატივა“.
საუბარი შეეხო გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე.