2026 წლის 16 სექტემბერს, დუბაიში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დუბაის კულტურისა და ხელოვნების ადმინისტრაციის თავმჯდომარეს, შეიხა ლატიფა ბინთ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაქთუმს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა, უმაღლესი დონის ვიზიტები, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების და ქართული კულტურის უკეთ წარმოჩენის შესაძლებლობები.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობს „ევრონიუს“-ის ფორუმში, რომელიც დუბაიში არაბული მედია სამიტის ფარგლებში იმართება.