Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲕᲘᲪᲔ-ᲞᲠᲔᲛᲘᲔᲠᲘᲡ, ᲡᲐᲒᲐᲠᲔᲝ ᲡᲐᲥᲛᲔᲗᲐ ᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲘᲡ ᲛᲐᲙᲐ ᲑᲝᲭᲝᲠᲘᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲓᲐ ᲧᲘᲠᲒᲘᲖᲔᲗᲘᲡ ᲠᲔᲡᲞᲣᲑᲚᲘᲙᲘᲡ ᲡᲐᲒᲐᲠᲔᲝ ᲡᲐᲥᲛᲔᲗᲐ ᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲘᲡ ᲟᲔᲔᲜᲑᲔᲙ ᲙᲣᲚᲣᲑᲐᲔᲕᲘᲡ ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲐ

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა.

მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები. ხაზი გაესვა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის პოლიტიკური დიალოგისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

საუბარი ასევე შეეხო „შუა დერეფნის“ განვითარებასა და რეგიონულ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

აღინიშნა, რომ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმპულსს მისცემს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას.

ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს 23 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ბათუმში გაიმართება.

დანართები

    მსგავსი სიახლეები