Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს შეხვდა 

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ ახალგაზრდებს შეხვდა.  

მაკა ბოჭორიშვილმა სტაჟირების პროგრამის მონაწილეებს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო, ისაუბრა დიპლომატის პროფესიის მნიშვნელობაზე, ასევე საჯარო სამსახურში ახალგაზრდების ჩართულობისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე. მინისტრმა ახალგაზრდებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში განაცხადი გააკეთა ექვსასზე მეტმა ახალგაზრდამ, რომელთაგანაც კონკურსის შედეგად  შერჩეული ორმოცდახუთი სტაჟიორი სამინისტროში, სხვადასხვა მიმართულებით,  ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლის.

სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, საჯარო დაწესებულებებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით ხორციელდება.

დანართები

    მსგავსი სიახლეები