Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ლაშა დარსალია გაეროს მოხალისეების პროგრამის (UNV) აღმასრულებელი კოორდინატორის მოადგილეს, ლუიზ ჩემბერლენს შეხვდა

2026 წლის 11 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა გაეროს მოხალისეების პროგრამის (UNV) აღმასრულებელი კოორდინატორის მოადგილესთან, ლუიზ ჩემბერლენთან.

შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას. ყურადღება გამახვილდა UNDP-ის მიერ საქართველოში მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებულ ძალისხმევაზე.

ლუიზ ჩემბერლენმა ქართულ მხარეს გაეროს მოხალისეების პროგრამის  ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მხარეებმა  განიხილეს საქართველოსა და UNV-ის შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზები.

დანართები

    მსგავსი სიახლეები