Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ქ. სოფიაში ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ბულგარეთს შორის ურთიერთობების დღის წესრიგი და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობა ფართო რეგიონისთვის.

საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან ურთიერთობებს და ხაზი გაესვა დიალოგის აუცილებლობას.

მინისტრებმა განიხილეს შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის მნიშვნელობა და საჭიროება, მათ შორის BSEC-ის ფარგლებში.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკაში მონაწილეობას იღებს ,,სოფიას ეკონომიკურ ფორუმში”.

დანართები

    მსგავსი სიახლეები