2026 წლის 28 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი შეხვდა აშშ-ის “Pacific Council”-ის დელეგაციას.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-აშშ-ის ეკონომიკურ ურთიერთობებზე, სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე.
ხაზი გაესვა საქართველოს როლს რეგიონში, ასევე ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს და მის მნიშვნელობას ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით.