Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატზე — „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ — სიტყვით გამოვიდა

2026 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე,  ხათუნა თოთლაძე გაეროს უშიშროების საბჭოს ყოველწლიურ ღია დებატზე „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ სიტყვით გამოვიდა.

გამოსვლაში მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ დღის წესრიგისა და გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის განხორციელების მიმართ.

ხათუნა თოთლაძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე ოკუპაციაზე და მის გავლენაზე ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ, ასევე, იძულებით გადაადგილებულ ქალებსა და გოგონებზე. მან ხაზი გაუსვა მათი უფლებების დაცვისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა სრულფასოვანი მონაწილეობის მნიშვნელობას.

მინისტრის მოადგილემ, ასევე, ისაუბრა მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში ქალთა მონაწილეობის ზრდაზე და 2012 წლიდან „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების“ დღის წესრიგის განხორციელების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ ეროვნულ სამოქმედო გეგმებზე. 
ამასთან, მან აღნიშნა, რომ მიმდინარეობს 2027–2028 წლების ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება.

დასასრულს, ხათუნა თოთლაძემ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, გაეროსა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, განაგრძოს მუშაობა „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის.

დანართები

    მსგავსი სიახლეები