Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ინფორმაცია ილია დარჩიაშვილის ლუის ბონოსთან შეხვედრის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში ლუის ბონოსთან.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილ რთულ ვითარებაზე. განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის დინამიკა და ამ კონტექსტში აღინიშნა აშშ-ს და პირადად ლუის ბონოს პოზიტიური ჩართულობა პროცესში. 
ხაზი გაესვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის მედიაციით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მიერ შესრულების აუცილებლობას.

ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ლუის ბონოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და იმ მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, იჩენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით.

 

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები