გაიმართა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილისა და მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას შეხვედრები საქართველოში ირლანდიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან (რეზიდენციით ქ. ანკარა) კლერ ბროსნანთან.
მხარეებმა განიხილესა საქართველოსა და ირლანდიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და მათი სამომავლო განვითარების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ვიზიტების გაცვლისა და საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ გამოწვევებს.
კლერ ბროსნანმა გამოხატა მზაობა, ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა.