2026 წლის 8 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან (რეზიდენციით ქ. ბაქო), ომარ ბარაქათ ალ-ნაჰართან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მიმართულებები. ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე და ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს.