Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

Department of International Economic Relations

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა მრავალმხრივი და რეგიონალური ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა; ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; დიპლომატიურ საშუალებათა გამოყენება უცხოური საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვისათვის; სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო საინვესტიციო პროექტების რეალიზაციის ხელშეწყობის, აგრეთვე უცხოეთის ბაზრებზე ქართული ექსპორტისათვის ბაზარზე დაშვების ხელსაყრელი პირობების მიღწევის მიზნით, ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მონიტორინგი და რეგულარული საინფორმაციო მასალების მომზადება. 

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტებით.


დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

ა) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საერთაშორისო ეკონომიკური საქმიანობისა და კავშირურთიერთობის კოორდინაცია და მათი შეთანხმებული ურთიერთმოქმედების ხელშეწყობა უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ერთიანი პოლიტიკური კურსის გატარებისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების მიზნით;

ბ) მრავალმხრივი და რეგიონალური საგარეოე-კონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

გ) დიპლომატიურ საშუალებათა გამოყენება პოტენციურ სავაჭრო პარტნიორების შესაბამისი სავაჭრო-ეკონომიკური ინფორმაციის მოძიება-მოპოვებისათვის, ასევე უცხოური საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვისათვის  სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საერთაშორისო, რეგიონალური საინვესტიციო პროექტების რეალიზაციისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნებთან არსებული ორმხრივი სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიების ჩატარების კოორდინაცია სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებებთან და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად და აღნიშნულ კომისიებზე მიღებული გადაწყვეტილებების სათანადო შესრულება; 

ე) დადგენილი წესით ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება.

2. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;

ბ) საქართველოს საელჩოებიდან და დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს;

გ) მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ;

დ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს დაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები მრავალმხრივი და რეგიონალური საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის თაობაზე.

დირექტორი

Beka Chkheidze

Head of Department